თვე: სექტემბერი 2023

Home 2023 სექტემბერი
საქართველომ კავკასიური დერბი მოიგო
ჩანაწერი

საქართველომ კავკასიური დერბი მოიგო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტრაუნდი გამარჯვებით გახსნა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სპორტის სასახლეში სომხეთის ნაკრებს 2:1 მოუგო. თამაში საბოლოოდ მძიმე გამოდგა. არადა, ჩვენებს მატჩის ბედის გადაწყვეტა ბევრად მარტივად შეეძლოთ. ჩვენებმა პირველ ტაიმში ორი გოლი შეაგდეს: ჯერ ჩიმბას პასით ირაკლი თოდუამ გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი, ბრუნო გომესმა ბურთი მეკარისგან მკერდზე მიიღო და მეორე შეხებით კარში გადაგზავნა....

ორიაკის ქართველები აღარ ხუმრობენ
ჩანაწერი

ორიაკის ქართველები აღარ ხუმრობენ

ვიდრე ყველა წამყვანი სარაგბო შიდა ჩემპიონატი მსოფლიო თასის გამო ან პაუზაზეა გასული, ან ჯერაც არ დაწყებულა, საფრანგეთის პრო დ2 შეუსვენებლად, რამდენიმე დღიანი ინტერვალებით ტურს ტურზე ატარებს. მე-5 ტურში 2 ქართული ლელო გავიდა, მანამდე კი, მე-4 ტურში  ქართველმა მორაგბემ 2 გატანილი ჯარიმით ისახელა თავი. საუბარია „ორიაკის“ მორაგბეებზე. ცნობილია, რომ ამ კლუბის ძირითად ბირთვს ტრადიციულად ქართველები შეადგენენ...

ხვალ მამარდას ვალენსია ატლეტიკოს დაუპირისპირდება
ჩანაწერი

ხვალ მამარდას ვალენსია ატლეტიკოს დაუპირისპირდება

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”, რომელიც ლა ლიგის ცხრილში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მე-11 ადგილზეა, შაბათს, 16 სექტემბერს, საქართველოს დროით 18 საათსა და 15 წუთზე „ატლეტიკოს” მასპინძლობს. „ღამურებს” სანაკრებო ფანჯრის შემდეგ ლეგიონერები და ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამოძახებული ხოსე ლუის გაია დაუბრუნდნენ. გუნდი ტრავმირებულების, 30 წლის გვადალუპელი დიმიტრი ფულკიესა და 32 წლის ბრაზილიელი გაბრიელ პაულისტას გამოკლებით, ჩოლო...

იაგო ასპასი ვეიგასგან სხვა ნაბიჯს ელოდა
ჩანაწერი

იაგო ასპასი ვეიგასგან სხვა ნაბიჯს ელოდა

არ წყდება დავა-კამათი 21 წლის ესპანელი ფეხბურთელის გაბრი ვეიგას „სელტადან” საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში” გადასვლის გამო. ვეიგას „ნაპოლი” ეპატიჟებოდა, მაგრამ ნახევარმცველმა დიდ ევროპულ ფეხბურთზე უარი თქვა და მას დიდი არაბული ფული ამჯობინა. „სელტას” კაპიტანმა 36 წლის იაგო ასპასმა ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებაზე თავისი აზრი გამოთქვა: „ჩვენ სულ სხვა ტრანსფერს ველოდით. გვეგონა ვეიგა ევროპის ერთ-ერთ ელიტურ...

ნაპოლის გადარბენა ეწყება
ჩანაწერი

ნაპოლის გადარბენა ეწყება

შაბათს „ნაპოლი” ურთულეს პროგრამას იწყებს: რუდი გარსიას გუნდს სამ კვირაში შვიდი შეხვედრის ჩატარება მოუწევს. მათგან ხუთი სერია A-ს კალენდარული მატჩია, ორი კი ჩემპიონთა ლიგის. როგორც აღვნიშნეთ, „გადარბენა” 16 სექტემბერს გენუაში იწყება და 8 ოქტომბერს ნეაპოლში, „ფიორენტინას” მასპინძლობით მთავრდება. შემდეგ კი გარსიას სანაკრებო ფანჯარა მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. ხსენებული შვიდი შეხვედრის განრიგი ასეთია: შაბათი, 16 სექტემბერი.   ...

ნაპოლის გულშემატკივართა აზრით
ჩანაწერი

ნაპოლის გულშემატკივართა აზრით

„ნაპოლის” ფანებმა ვერდიქტი გამოიტანეს: აგვისტოში „აძურის” ფეხბურთელთა შორის საუკეთესო კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოა. გამოკითხვა კლუბის გულშემატკივართათვის შექმნილი საგანგები აპლიკაციის საშუალებით მოეწყო. მიმდინარე სეზონში დი ლორენცომ პირველ ტურში, სტუმრად „ფროზინონესთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა. იმ დღეს კაპიტანმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და ვიქტორ ოსიმენს სეზონის ეფექტურად (ორი გოლით) დაწყების შესაძლებლობა მისცა. აგვისტოს მეორე მატჩი კი...

ხვიჩა ფიფა-ს კანდიდატებში…
ჩანაწერი

ხვიჩა ფიფა-ს კანდიდატებში…

ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული მოთამაშეების სია გამოქვეყნა, რომელიშიც იტალიის სერია A-დან ორი ფეხბურთელი მოხვდა, ერთი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, მეორე – ვიქტორ ოსიმენი. „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სიაში ხუთი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. ცხადია, ნომინანტთა შორისაა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლიონელ მესი. ფიფას წლის...

როცა უკან სერხიო რამოსს ხედავ…
ჩანაწერი

როცა უკან სერხიო რამოსს ხედავ…

ესპანური „სევილიას“ ფეხბურთელმა, სუსომ, პარი სენ-ჟერმენის ყოფილი მცველის, სერხიო რამოსის ტრანსფერზე ისაუბრა. „სერხიოს ყველა კარგად ვიცნობთ. მას ნაკრებში შევხვდი და ის შესანიშნავი ბიჭია. მონტეკასტილოში ყოფნისას, როცა სიახლე გავიგე, ორი-სამი შეტყობინება გავუგზავნე და მიპასუხა, რომ სურდა ჩამოსვლა. ეს შესანიშნავი იქნება გუნდისთვის. მისი გამოცდილების წყალობით. როცა უკან იხედები და სერხიო რამოსს ხედავ, ყველაფერი სხვაგვარად ხდება.“ – ციტირებს...

ზუროსი წავიდა
ჩანაწერი

ზუროსი წავიდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და ილიას ზუროსის გზები გაიყარა. 57 წლის ზუროსსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის დადებული ხელშეკრულება ამოიწურა და გაგრძელება არ ისურვეს. გადაწყვეტილება ალბათ, დროულია, იქნებ დაგვიანებულიც, რადგან ბერძენმა სპეციალისტმა საქართველოში მუშაობის პერიოდში საკუთარი შესაძლებლობები დიდი ხანია ამოწურა. ბერძენ სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნიდა. ამ დროის განმავლობაში ზუროსმა ჩვენი გუნდი ორჯერ ევროპის, ერთხელ...

ფაბრი ის მსაჯია გატის კვარასთვის დარტყმა რომ აპატია
ჩანაწერი

ფაბრი ის მსაჯია გატის კვარასთვის დარტყმა რომ აპატია

შაბათს, 16 სექტემბერს, „ჯენოასა” და „ნაპოლის” შეხვედრას მაიკლ ფაბრი იმსაჯებს. შეხვედრა საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ფაბრის დანიშვნამ „ნაპოლის” ქომაგები გააღიზიანა. ეს ის მსაჯია, რომელმაც „აძურისა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში ფედერიკო გატის ხვიჩა კვარაცხელიასთვის უკნიდან სახეში დარტყმა აპატია. სატელევიზიო გამეორებებმა აჩვენა, რომ გატიმ ქართველ გარემარბს განზრახ, გამეტებით დაარტყა, მსაჯმა კი ეს ინციდენტი აინუნში...