26 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რიშარლისონმა თქვა, რომ როგორც კი ინგლისში დაბრუნდება, სადაც „ტოტენჰემში” თამაშობს, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართავს. ის ნაკრებში იყო გამოძახებული და როდესაც ბოლივიასთან შეხვედრაში შეცვალეს, ტირილი დაიწყო. ბრაზილიამ ბოლივიას 5:1 მოუგო. რიშარლისონმა გოლი ვერ გაიტანა. მან ვერც პერუსთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. ფორვარდს უკვე ოთხი თამაშია, რაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გოლი არ შეუგდია....
ნიკო ლივერპულში
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა „ბილბაოს“ თავდამსხმელის, ნიკო უილიამსის შეძენით დაინტერესდა. 21 წლის ესპანელს „ლივერპული“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად განიხილავს, რომელიც, სავარაუდოდ, 2023/2024 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. „წითლების“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, უილიამსის თამაშს აკვირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი თავდამსხმელის „ლივერპულში“ ტრანსფერი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს განხორციელდეს. პერსპექტიული ფორვარდის ტრანსფერის საკომპენსაციო თანხა 60 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში...
ორი ახალი დინამოში
თბილისის „დინამოში“ ესპანელი მცველი კიკე ლოპესი და ხორვატი შემტევი დენის ბუშნია ითამაშებენ. ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხნენ – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. კიკე ლოპესი „დინამოში“ ავსტრალიური „მელბურნ ვიქტორიდან“ გადავიდა. მას თამაში როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია. ლოპესი „ალკორკონის“ აღზრდილია, უთამაშია კიდევ ერთ ესპანური გუნდში, „უნიონ ადარვეში“. ასევე ძალები მოსინჯა მექსიკისა...
ოცი წლის წინანდელი ფეხბურთი წარსულს ჩაბარდა
იტალიის ნაკრებმა უკრაინას 2:1 მოუგო. მასპინძელთა გოლები მე-12 და 29-ე წუთებზე „ინტერის” 23 წლის ნახევარმცველმა დავიდე ფრატეზიმ გაიტანა. უკრაინელთაგან ერთი საპასუხო კიევის „დინამოს” ვეტერანმა, 33 წლის თავდამსხმელმა ანდრეი იარმოლენკომ შეაგდო. ამრიგად, „სკუადრა აძურას” ახალმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა. 5 ტურის შემდეგ C ჯგუფს 13 ქულით ინგლისი ლიდერობს. თამაშით ნაკლები და 7 ქულა აქვს...
ესპანეთი სუსტებს ბრდღვნის
ესპანეთის ნაკრებმა სექტემბრის მატჩებში საუცხოო შედეგს მიაღწია. გასულ პარასკევს თბილისში, ქართველების კარში გატანილ შვიდ გოლს, სამშაბათს, გრანადაში, კვიპროსის კარში გატანილი ექვსი დაამატა და შეკრება ოთხ დღეში ცამეტი გოლით დაასრულა. ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოში მოსინჯული სასტარტო შემადგენლობა სამი კაცით შეცვალა, აქედან ორი ცვლილება იძულებითი იყო — დანი ოლმო და მარკო ასენსიო დაშავდნენ; მათ მაგივრად მოედანზე...
ცხადია, ისევ უშანსოდ…
რა უნდა ვთქვათ? უსახური ფეხბურთი და მორიგი მარცხი. საქართველოს ნაკრები ევროპული საშუალო დონის გუნდებთანაც კი უსუსტესად გამოიყურება და უშანსოდ აგებს. ვილი სანიოლის გუნდი ამჯერად ნორვეგიაში დამარცხდა – 1:2. ანგარიშმა არ მოგატყუოთ – ბრძოლა არ ყოფილა. ჩვენებმა საწყისი 15 წუთი ფეხბურთის მაგვარი ითამაშეს და შემდეგ მოედანზე ერთი გუნდი ბატონობდა. ნორვეგიელებმა ჩვენები დაჯაბნეს, აჯობეს ყველაფერში და დამსახურებულადაც...
ზედიზედ მეორე…
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში, მოლდოვას დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო. რამაზ სვანაძის გუნდმა შესარჩევში მეორე თამაში ჩაატარა. გიბრალტართან ქუთაისში გამარჯვების (2:0) შემდეგ, გუნდმა კიშინიოვში გამართული თამაშიც კარგად დაიწყო პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ბევრი არ ჰქონია. შეხვედრის ეთადერთი გოლი 84-ე წუთზე ოდიშარიას ფლანგური გადაცემის შემდეგ,...
შეთანხმდნენ და წავიდა…
ჯიმი ტაბიძემ თბილისის „დინამო“ დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა – იმფორმაციას „დინამოს“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ტაბიძე საქართველოს ჩემპიონის ღირსებას 2022 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში გუნდი მაისურით 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯიმი ტაბიძეს წლების განმავლობაში უთამაშია საქარელოს ყევლა ასაკობრივ ნაკლრებში, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
დამნიშნეთ, ნაკრებს მე ვჭირდები…
ჰანსი ფლიკის გათვისუფლების შემდეგ, გერმანიის ნაკრების მთვარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, მაგრამ გერმანული მედიის მტკიცებით, ამ პოსტის დაკავების ყველაზე რეალური კანდიდატი, 36 წლის იულიან ნაგელსმანია. ბუნდესგუნდში მუშობის სურვილი 70 წლის ფელიქს მაგათმა გამოთქვა, ამის შესახებ მან NDR.de-ს ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებს ამ ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად ზუსტად მისი მსგავსი მწვრთნელი სჭირდება: „არ ვიცი რა...
ანკარადან ქოჯაელში…
გიორგი ბერიძემ „ანკარაგიუჯუსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით „ქოჯაელისფორში“ გადავიდა. 26 წლის შემტევის ახალი კლუბი თურქეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს და სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულით მე-8 ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელია თურქეთის ნაკრების ყოფილი (1993-97, 26 მატჩი, 11 გოლი) ფორვარდი, 53 წლის ერთუგრულ საგლამი. ბერიძემ „ანკარაგიუჯუში“ 32 ოფიციალურ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2...









