თბილისის „დინამოში“ ესპანელი მცველი კიკე ლოპესი და ხორვატი შემტევი დენის ბუშნია ითამაშებენ. ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხნენ – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
კიკე ლოპესი „დინამოში“ ავსტრალიური „მელბურნ ვიქტორიდან“ გადავიდა. მას თამაში როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია.
ლოპესი „ალკორკონის“ აღზრდილია, უთამაშია კიდევ ერთ ესპანური გუნდში, „უნიონ ადარვეში“. ასევე ძალები მოსინჯა მექსიკისა („სან ლუისი“ „კერეტარო“) და ყაზახეთის („ასტანა“) ჩემპიონატებში.
„დინამოსა“ და კიკე ლოპესს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა, იგი 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ხორვატი ბუშნიას ბოლო კლუბი სლოვენიური „ბრავო“ გახლდათ. ახალგაზრდა ფლანგელს, შეტევის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში.
დენის ბუშნია ხორვატული „რიეკას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, ამ კლუბის გარდა, სხვადასხვა დროს მას ხორვატულ „ისტრასა“ და სლოვაკურ „სერედში“ უასპარეზია.
იგი ხორვატიის 16, 19, 20 და 21-წლამდე ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ.
ბუშნიასა და „დინამო“ შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა, ხორვატი შემტევი 25-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
