რა უნდა ვთქვათ? უსახური ფეხბურთი და მორიგი მარცხი. საქართველოს ნაკრები ევროპული საშუალო დონის გუნდებთანაც კი უსუსტესად გამოიყურება და უშანსოდ აგებს.
ვილი სანიოლის გუნდი ამჯერად ნორვეგიაში დამარცხდა – 1:2. ანგარიშმა არ მოგატყუოთ – ბრძოლა არ ყოფილა. ჩვენებმა საწყისი 15 წუთი ფეხბურთის მაგვარი ითამაშეს და შემდეგ მოედანზე ერთი გუნდი ბატონობდა.
ნორვეგიელებმა ჩვენები დაჯაბნეს, აჯობეს ყველაფერში და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. უკვე მერამდენედ ხდება, რომ შესარჩევი ეტაპის დასაწყისშივე უშანსოდ ვრჩებით. სხვა რა? რა უნდა ვთქვათ, იმაზე მეტი, რაც აქამდე გვითქვამს…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
