მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ავსტრალიასთან მარცხით დახურა – 84:100. ტრავმების გამო განაცხადში არ იყვნენ ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე, ხოლო მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ცინცაძე სათამაშო ფორმით კი იყვნენ, მაგრამ მოედანზე არ გასულან. პირველი პერიოდი ავსტრალიელთა გამარჯვებით დასრულდა – 23:17. მეორე პერიოდიდან მეტოქემ ტემპს უმატა და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობა...
ქედმაღლობა და სასურველის რეალობად მიღება
სპალეტის ეფექტი დასრულდა, იწყება გარსიას ეფექტი. მწვრთნელისა, რომელიც გამჭრიხმა დე ლაურენტისმა სადღაც საუდის არაბეთში ნაადრევ პენსიაზე გასული იპოვა და მოაბრუნა. დე ლაურენტისი კი ის კაცია, რომელსაც, რაკიღა ლუჩანოსა და ჯიუნტოლის წყალობით სკუდეტო მოიგო ფეხბურთი თავისი მოგონებული ჰქონია. „ნაპოლიმ” კვლავ წააგო „ლაციოსთან”, მაგრამ თუ ექვსი თვის წინ ქულების დიდ უპირატესობით სკუდეტოსკენ მიიწევდა, ახლა ეს ძალიან ადრე,...
დაბრუნება ლოსანოს ოჯახსაც სურდა
ირვინგ ლოსანო „ნაპოლიდან” „პსვ ეინდჰოვენში” გადავიდა. მექსიკელ მარჯვენა გარემარბს ნეაპოლში წინააღმდეგობრივი საფეხბურთო ცხოვრება ჰქონდა. იყო პერიოდები, როდესაც ის ბრწყინავდა და გულშემატკივარი ფიქრობდა, რომ მასში გადახდილ 40 მილიონ ევროს ამართლებდა. ასეთი იყო, მაგალითად 2020-21 წლების სეზონი, როდესაც მან 15 გოლი გაიტანა. მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც „ჩაკიმ” ვერ ივარგა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. რაც შეეხება 2022-23 წლების...
მაურიციო სარი და შუა თითი
დღეს „ნაპოლი” „ლაციოს” მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს პირველობა სულ ორი ტურის დაწყებულია, შეხვედრა პრინციპული ხასიათისაა, რადგან ნეაპოლელებმა პირველი ორი თამაში მოიგეს, ხოლო რომაელები ორივეში დამარცხდნენ. მატჩს წინ მცირე სკანდალიც უძღვის — „ლაციოს” მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მავან ნეაპოლელ გულშემატკივარს შუა თითი აჩვენა, რაც ვიღაცამ გადაიღო და ვიდეო სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ...
ფლიკის ბიჭები
გერმანიის ნაკრები საშინაო ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგურ მატჩებს ატარებას. ამჯერად ჰანსი ფლიკის გუნდი იაპონიისა (9 სექტემბერს) და საფრანგეთის (12 სექტემბერს) ნაკრებებს ეთამაშება. ფლიკმა ამ მატჩებისთვის ნაკრებში პირველად გამოიძახა „ბრაიტონში“ მოთამაშე 32 წლის პასკალ გროსი. სამაგიეროდ ბუნდესმწვრთნელის სიაში ამჯერად ვერ მოხვდნენ თომას მიულერი, მატიას გინტერი, ლუკას კლოსტერმანი, დავიდ რაუმი, ტიმო ვერნერი და...
ფსიქოლოგი საქართველოს ნაკრებში…
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი წერს: „საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ინგლისელი სპეციალისტი, დევიდ უები შეუერთდა. 43 წლის სპეციალისტი მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით იმუშავებს. (Performance Coach). სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი საქართველოს ნაკრებში სექტემბრის მატჩებიდან იმუშავებს. დევიდ უებს ევროპულ კლუბებში ამ და სხვა მიმართულებით მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ინგლისელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს „უიმბლდონში“, „კრისტალ პალასში“,...
წავაგეთ ილიას…
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის მეორე ნახევარი ძალიან ცუდად ჩაატარა და გერმანიასთან 73:100 დამარცხდა. ჩვენს გუნდს პირველი ტაიმი უკეთესი ჰქონდა და მხოლოდ 2 ქულით დათმო, მაგრამ შესვენების შემდეგ რაც მოხდა, ის უკვე კალათბურთი არ იყო. თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არც დაძაბულა. ჩვენს ნაკრებს 19 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა მოუტანა; გოგა ბითაძემ...
ოსიმენი და კვარა სამწუხაროდ ნაპოლის ფეხბურთელები არიან
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მეტოქეებად „რეალი”, „ბრაგა” და „უნიონ ბერლინი” არგუნა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი რთული და დაბალანსებულია, „რეალსა” და „ნაპოლის” გამოკვეთილ ლიდერებად მიიჩნევენ. საინტერესო იქნება მადრიდელთა მწვრთნელის კარლო ანჩელოტის დაბრუნება „მარადონაზე” — იტალიელი „ნაპოლის” 2018-19 წლებში ედგა სათავეში. როგორი რეაქცია ჰქონდათ „რეალის” ფანებს როდესაც შეიტყვეს, რომ მათი მეტოქე „აძურია”? ნეაპოლური...
საბა საზონოვი ტორინო ჩენალის მიკროფონებთან
„ტორინოს” ახალწვეულმა საბა საზონოვმა (დაიბადა 2002 წლის 1 თებერვალს; სიმაღლე 194 სანტიმეტრი; ტრანსფერის ღირებულება 3 მილიონი ევრო; „ტორინოსთან” კონტრაქტი გააფორმა 2027 წლამდე) „ტორინო ჩენალის” მიკროფონებთან საკუთარ თავზე ილაპარაკა: „ბოლოხანს დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ჯერ კიდევ ორი დღის წინ მოსკოვის „დინამოში” ვვარჯიშობდი და აი, უკვე ტურინში ვარ. ბევრი შემოთავაზება მქონდა. აქ ჩამოსვლას მამას ვუმადლი. ყოველთვის ბევრს...








