თვე: სექტემბერი 2023

Home 2023 სექტემბერი
სპალეტი სკუადრა აძურას შეტევისთვის ამზადებს
ჩანაწერი

სპალეტი სკუადრა აძურას შეტევისთვის ამზადებს

იტალიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კოვერჩანოს საწვრთნელ ბაზაზე „სკუადრა აძურას” პირველი ვარჯიში ჩაუტარა. იტალიელები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე 9 სექტემბერს სკოპიეში ჩრდილო მაკედონიას ეთამაშებიან, ხოლო თორმეტში „სან სიროზე” უკრაინას მასპინძლობენ. როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, ვარჯიშს იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის პრეზიდენტი რენცო ულივიერი ესწრებოდა. გახურების შემდეგ „ნაპოლის” ყოფილმა თავკაცმა ფეხბურთელებს პატარა მოედანზე სხვადასხვა ტაქტიკური ვარჯიშები...

ლობოტკა: სკუდეტოს დაცვა ძნელი იქნება
ჩანაწერი

ლობოტკა: სკუდეტოს დაცვა ძნელი იქნება

ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩასულმა „ნაპოლის” სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ საკლუბო ამბებზეც ილაპარაკა. ის შეეხო სკუდეტოს და ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას თემას. „გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით მეტ ზეწოლას განვიცდით. ჩვენგან სკუდეტოს მოგებას არავინ ელოდა, ახლა კი ყველა წარმატების გამეორებას გვთხოვს. სკუდეტოს დაცვა ძნელი საქმეა, მითუფრო, რომ მეტოქეები ძალიან გაძლიერდნენ. ჩვენ ბევრი მუშაობა და ერთად დგომა მოგვიწევს....

ჯერ 16…
ჩანაწერი

ჯერ 16…

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის (ესპანეთთან და ნორვეგიასთან) მზადება დაიწყო. შეკრების პირველ დღეს, 4 სექტემბერს, „მიხეილ მესხზე“ ვილი სანიოლმა 16 ფეხბურთელი ავარჯიშა – გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი სანდრო კალანდაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი. ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა...

ჯოჯოხეთი გაუვლიათ…
ჩანაწერი

ჯოჯოხეთი გაუვლიათ…

„პარი სენ-ჟერმენი“ გამოეხმაურა გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, ნეიმარის სიტყვებს პარიზულ კლუბში რთული პერიოდის შესახებ, რომელიც მან ლიონელ მესისთან ერთად გაიარა. „არანაირ კომენტარს არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს პატივისცემა ფეხბურთელების მიმართ. საინტერესოა, რომ ორივეს (მესის და ნეიმარს) სურდათ პსჟ-ში დარჩენა”, – ნათქვამია პარიზელების განცხადებაში. შეგახსენებთ, მანამდე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თქვა: „პარიზში მესიმ ისეთივე ჯოჯოხეთი გამოიარა, როგორიც მე. ჩვენ ვნერვიულობდით,...

ქუთაისამდე წყალტუბოში…
ჩანაწერი

ქუთაისამდე წყალტუბოში…

6 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს გაახლებული ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩით გახსნის, 12 სექტემბერს კი კიშინიოვში, მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდმა ამ მატჩებისთვის მზადება წყალტუბოში დაიწყო. ამ ეტაპზე მზადება არასრული შემადგენლობით მიმდინარეობს, ლეგიონერთა ძირითადი ნაწილი გუნდს 4 სექტემბერს შეუერთდება. მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ...

ამერიკაში მასპინძლები აქტიურობენ
ჩანაწერი

ამერიკაში მასპინძლები აქტიურობენ

ამერიკის ღია პირველობაზე, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის, მეოთხედფინალისტების ნახევარი ცნობილია. კაცებში განსაკუთრებით მასპინძლები აქტიურობენ, სამი მათგანი რვა საუკეთესოში მოხვდა და მინიმუმ ერთს ნახევარფინალშიც ვიხილავთ. ფრენსის ტიაფომ ავსტრალიელი რინკი ჰიჯიკატა მარტივად დაამარცხა – 6:4, 6:1, 6:4; ასევე სამ სეტში მოიგო ტეილორ ფრიტცმა, ვინაც შვეიცარიელ დომინიკ შტრიკერს სძლია – 7:6, 6:4, 6:4; ბენ შელტონმა კი, თანამემამულე...

დე ლაურენტისი ხელმომჭირნე კაცია
ჩანაწერი

დე ლაურენტისი ხელმომჭირნე კაცია

იტალიის ჩემპიონმა „ნაპოლიმ” გასულ ზაფხულს თავისი ფეხბურთელების სია დიდად არ შეცვალა და ლოზუნგით „ერთს გავუშვებ, ერთს მოვიყვან” სახელფასო ფინდი არათუ შეინარჩუნა, არამედ ამ მომენტისთვის შემცირებულიც კი აქვს. ასეთი გახლავთ კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისისა და მისი დამხმარეების, „სატრანსფერო ბაზრის” უსტაბაშის მიქელისა და ახალი დირექტორის მელუსოს პოლიტიკა. მნიშვნელოვანი იყო კიმისა და ლოსანოს გაყიდვა. ნდომბელეს და ბერეშინსკის...

სად არის ნამდვილი კავარცხელია?
ჩანაწერი

სად არის ნამდვილი კავარცხელია?

„ნაპოლი” შესვენებაზე „ლაციოსთან” მწარე საშინაო მარცხის გემოთი გავიდა. ამ პერიოდში რუდი გარსიასა და „აძურის” სხვა ხელმძღვანელებს რამდენიმე მომენტზე მოუწევთ მუშაობა, რომელთაგან ერთმა გულშემატკივრისა და საქმეში ჩახედულ ადამიანთა ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო: ეს გახლავთ პრობლემა, რომელიც სპალეტისეული „ნაპოლის” ერთ-ერთ სიმბოლოსთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან არის დაკავშირებული. ვარსკვლავი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მარტო იგებდა თამაშებს, ახლა ფაქტობრივად ჩვეულებრივ ფეხბურთელად იქცა....

მონდიალი ჩემპიონის გარეშე დარჩა
ჩანაწერი

მონდიალი ჩემპიონის გარეშე დარჩა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი კი დაამთავრა, მაგრამ, ცხადია, მონდიალი გრძელდება. უკვე ცნობილია ყველა მეოთხედფინალისტი და საკმაოდ საინტერესო წყვილებიც დაჯდა. I ჯგუფში ბოლო ტურის წინ ოთხივე გუნდს 7 ქულა ჰქონდა და ფლეი ოფში მოგებულები გადიოდნენ. ეს მისია საკუთარ თავზე იტალიამ და სერბეთმა აიღეს. აპენინელებმა პუერტო რიკოს 73:57 მოუგეს, ხოლო ბალკანელებმა დომინიკანების რესპუბლიკასთან 112:79 იმძლავრეს. J ჯგუფში...

ნეტავ, ვინ არის?..
ჩანაწერი

ნეტავ, ვინ არის?..

არ მოუხდა „დილას“ ანდრი დემჩენკოს ბათუმში წასვლა. გორელებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს და ორივეში 3-3 გოლი გაუშვეს. ამჯერად „სამტრედიასთან“ – 1:3 დამარცხდნენ. სამტრედიელები გასავარდნ ზონაში არიან თუმცა უკვე მიჯრით მესამე მატჩია აღარ აგებენ. ამასთან, იმერულმა გუნდმა 28 მაისის მერე პირველად გაიმარჯვა. „საბურთალომ“ „გაგრა“ 5:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ყოფილმა სამტრედიელმა,  საბუთალოელთა 25 წლის კამერუნელმა, სირილ ჩამბამ....