calciomercato წერს, რომ სპორტულმა აგენტმა ოსკარ დამიანიმ Secolo-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელია ისლანდიელ იოჰან ბერგ გუდმუნდსონს შეადარა და თქვა, რომ გუდმუნდსონი ხვიჩას ღონით ჩამოუვარდება, თორემ ტექნიკით უკეთესია.
იტალიური საიტი აგენტის ამ ნათქვას გასაკვირს უწოდებს, ჩვენ კი „ნაპოლის” 22 წლის მარცხენა გარემარბისა და იმავე ამპლუაში მოთამაშე „ბარნლის” 32 წლის ფეხბურთელის შედარებაზე არც კი შევჩერდებოდით, ინტერნეტში ერთი საინტერესო ფაქტისთვის რომ არ მიგვეკვლია — ოსკარ დამიანიმ ამა წლის აპრილში Radio 1-თან ინტერვიუში ბრძანა:
„ჯორჯ ბესტი დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კვარაცხელია უფრო მეტია. შესაძლოა ის ფიზიკურად არის ბესტზე ძლიერი. იმედი მაქვს, რომ კვარა ბესტის ჭკუაზე არ მოექცევა და მისნაირად არ იცხოვრებს”.
გუდმუნდსონი, კვარაცხელია და ბესტი… საინტერესო სამკუთხედი შეკრა დამიანიმ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
