„ჯენოასთან” სტუმრად 2:2-ის შემდეგ (მატია ბანისა და მატეო რეტეგის გოლებს ჯაკომო რასპადორიმ და მატეო პოლიტანომ უპასუხეს) „ნაპოლის” მწვრთნელმა რუდი გარსიამ შეხვედრა შეაფასა:
მებრძოლი ხასიათი: მნიშვნელოვანია, რომ ჩამორჩენას არ შევეგუეთ, მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ. კარგი იქნებოდა ასე პირველივე წუთებიდან რომ გვეთამაშა. როდესაც მობილიზებული არ ხარ, ისჯები. ორივე გოლი კუთხურის შემდეგ გავუშვით, პირველი პირდაპირ, მეორე კი ბურთის გათამაშების შემდეგ. იქ იყო ორი მომენტი, ჯარიმა ანგისას წინააღმდეგ და ხელი ოლივერას ეპიზოდში, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. არასასურველი შედეგი ჩვენი ბრალია, რაგან 90 წუთი ერთნაირად არ ვითამაშეთ. გაკვეთილი ასეთია: პირველი წუთიდან მაქსიმალური ძალით უნდა ვიბრძოლოთ. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგის წინ ჩემპიონატის შეხვედრები რთულია. ალბათ ნახეთ, რომ „პარი სენ ჟერმენმა” „ნიცასთან” წააგო, „ბაიერნმა” ფრედ ითამაშა და ასე შემდეგ. ფეხბურთელებს ჰგონიათ, რომ ასპროცენტიანი თავდადებით თამაშობენ, სიანმდვილეში კი ბოლომდე არ არიან საქმეში ჩართულები. და კიდევ ჩვენი ფეხბურთი უფრო ძალისმიერი უნდა გავხადოთ.
შედეგი: ერთი შეხედვით 0:2-ის შემდეგ შეხვედრის ფრედ დასრულება კარგი შედეგია, მაგრამ სინამდვილეში ორი ქულა დავკარგეთ. რასაკვირველია, 0:2-ის წაგებას ანგარიშის გათანაბრება სჯობდა, მაგრამ ზოგადად უკეთ უნდა ვთამაშობდეთ. ახლა ჩვენ მხოლოდ სერია A-ზე ვლაპარაკობთ და ამიტომ, შემდეგ შეხვედრაში, ბოლონიაში (24 სექტემბერს), პირველივე წუთებიდან ინიციატივა უნდა ჩავიგდოთ ხელთ”.
სასტარტო შემადგენლობა: თავიდან ვაპირებდი ამირ რაჰმანი მეთამაშებინა, მაგრამ ვინაიდან არსებობდა მისი დაკარგვის რისკი, მოვერიდე. წინ ხომ ერთმანეთს მიყოლებული 6 შეხვედრა გველის. რაჰმანი რომ აღარ ვათამაშე, შესაბამისად აღარ ვათამაშე ნატანიც. მსურდა ბრაზილიელი სადებიუტო შეხვედრაში რაჰმანისთან ერთად ყოფილიყო წყვილში. ასეთ პირობებში ჟუან ჟესუსს ვეღარ შევცვლიდი. წინა შეხვედრასთან შედარებით ოთხი მცველიდან სამს ხომ არ გამოვცვლიდი? ჟესუსმა სოლიდურად ითამაშა. კმაყოფილი ვარ ოსტიგორითაც. საერთოდ, დაცვა მომეწონა, მიდგომა კარგი იყო. სასტარტო შემადგენლობას თავიდან რომ ვასახელებდე, არაფერს შევცვლიდი. ელმასი თერთმეტეულში ყოფნას, ძერბინი კი შეცვლაზე შესვლას იმსახურებდა. მიხარია, რომ წინა შეხვედრისგან განსხვავებით შეცვლებმა გამიმართლა. რასპადორიმ და პოლიტანომ გოლები გაიტანეს. სინათლემ სათადარიგოთა სკამიდან გამოანათა. ჩვენ 6 შეხვედრა მხოლოდ 11 ფეხბურთელით კი არ უნდა ჩავატაროთ.
კვარა: მნიშვნელოვანი იყო რა მესიჯი მიიღეს მათ, ვინ მოედანზე შევიდა და არა მათ, ვინც გავიდა. ძერბინი სათამაშო დროს იმსახურებდა. იმედი მქონდა, რომ მას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. მისთვის და ელმასისთვის სათამაშო დრო დამსახურებული საჩუქარი იყო.
რასპადორი: დღევანდლამდე რასპადორი თავდამსხმელად თამაშობდა, ამ საღამოს კი 4-2-3-1 განლაგებაზე გადავერთეთ და მას შემტევი ნახევარმცველის საქმე დავავალეთ, რადგან ოსიმენს საჯარიმოში დახმარება სჭირდებოდა. ჟელინსკი კი უკან დახევის შემდეგ კვლავ მაღალი დონის მოთამაშედ იქცა. დიდებულად ჩაერთო საქმეში კაიუსტი. მან ტექნიკური და ფიზიკური თვალსაზრისით გაგვაძლიერა. ეს მან მისცა პასი რასპას, რომელმაც შემდეგ დაარტყა, ოღონდ ეს როგორ მოახერხა მხოლოდ თავად მოეხსენება. ბედნიერი ვარ ჯაკომომ გოლი რომ გაიტანა. ფლორენციაში მისთვის პირველი გოლი რომ ჩაეთვალათ, ახლა უკვე ორი ექნებოდა გატანილი. სადღეისოდ რასპადორი „ნაპოლის” ერთ-ერთი მთავარი გმირია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
