„უდინეზესთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” ქართველი მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ენთუზიაზმით აღსავსე ჩანდა. მან ექვსთვიანი უიღბლობის შემდეგ გოლი გაიტანა. გარდა ამისა ამ შეხვედრაში ხვიჩამ მოიპოვა პენალტი და ჯოვანი სიმეონეს საგოლე პასი ჩააწოდა. მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „გოლი ვერ გამქონდა, მაგრამ ფეხბურთში ბევრი რამ ხდება. როდესაც ექვსი თვის განმავლობაში გოლი ვერ გაგაქვს, გასაკვირი არ არის თუ...
ლობანოვსკი ათეულში
გამოცემა FourFourTwo-მ სსრკ-ის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვალერი ლობანოვსკი, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში შეიყვანა. პირველი ადგილი სერ ალექს ფერგიუსონმა დაიკავა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მეორე ადგილზეა რინუს მიხელსია, რომელიც „აიაქსში“, „ბარსელონასა“ და ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობდა. სამეულს იოჰან კრუიფი ავსებს. საუკეთესო მწვრთნელების ტოპ 10 ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი). რინუს...
კანი: მათ ისევ კანი სჭირდებოდათ
მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი თავმჯდომარე, ოლივერ კანი, მიიჩნევს, რომ მისი წასვლა გერმანული კლუბიდან წინა პროფესიულ კარიერას უკავშირდება. „როცა ხალხის გონებაში მეკარედ დამკვიდრდები, ძნელია რაიმე განსხვავებული გააკეთო, ვიდრე მაშინ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ შენ განვითარდი, მათ კი ისევ მეკარე კანი სჭირდებათ“, – თქვა კანმა. ოლივერმა ფეხბურთელობისას „ბაიერნში“ 14 წელი გაატარა. 632 მატჩი ჩაატარა, 592 გოლი გაუშვა და...
ფრანგი ფრანგის წილ
როგორც ჩანს „ნაპოლის” უკვე აქვს „ბ” გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რუდი გარსია საბოლოოდ ჩაფლავდება. როგორც RMC Sport (რადიო მონტე კარლო) წერს, „პარტენოპეელები” იკვლევენ, რამდენად შეძლებს „პარი სენ ჟერმენის” ყოფილი თავკაცი კრისტოფ გალტიე თანამემამულის საქმის გამოსწორებას. გალტიემ პარიზული გუნდი ივნისში დატოვა. ამბობენ, რომ მისი სამსახურში აყვანა „მარსელსაც” უნდა, თუმცა საპორტო ქალაქის კლუბი ბოლოს თითქოს ჯენარო გატუზოზე...
ოსიმენმა ნაპოლის ფორმაში გადაღებული ფოტოები აიღო
მას მერე, რაც „ნაპოლის” ტიკ-ტოკზე ვიქტორ ოსიმენს დამცინავი ვიდეო დაუდეს, მისმა აგენტმა რობერტო კალენდამ გაავრცელა მკაცრი განცხადება, სადაც თქვა, რომ ყველა ღონეს იხმარს, თუ საჭირო იქნება იჩივლებს კიდეც, რათა თავისი კლიენტი სიყალბისგან და აგრესიისგან დაიცვას. გავრცელდა თუ არა აგენტის განცხადება, ოსიმენმა თავის ინტერნეტ გვერდებიდან გააქრო ფოტოები, სადაც ის „ნაპოლის” ფორმაშია ჩაცმული. ნიგერიელმა ის ფოტოებიც კი...
ოსიმენს ნაპოლიმ დასცინა!
ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილის უფლებას იტოვებსო, განაცხადა ნიგერიელი თავდამსხმელის აგენტმა რობერტო კალენდამ, როდესაც კლუბის ტიკ-ტოკის ოფიციალურ(!) გვერდზე მისი კლიენტის დამცინავი ვიდეო ნახა. ამ ვიდეოს ქვემოთ გთავაზობთ. როდესაც ბოლონიაში სატელევიზიო კამერებმა მწვრთნელ რუდი გარსიასთან მისი შელაპარაკება გადაიღო, ოსიმენი ისედაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფეხბურთელმა მანამდე პენალტი ვერ გაიტანა, შეხვედრის მიწურულს კი, როდესაც გარსიამ ის ჯოვანი...
დინამო ლიგის ჩემპიონთან დამარცხდა
თბილისის „დინამომ“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგა წინა სეზონის გამარჯვებულ „პრო რეკოსთან“ მატჩითა და მარცხით დაიწყო. დეაინ სტანოიევიჩის გაწვრთნილი გუნდი 6:15 დამარცხდა. მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც დინამო 4:10 წააგო. შესვენების შემდეგაც „პრო რეკო“ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ იმდენად თვალსაჩინო აღარ იყო. შემდეგი მატჩი „დინამოს“ უკვე შინ აქვს – 6 ოქტომბერს, ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“, რომელიც პირველ ტურში ხორვატულ...
იუვე ისევ შარშია
ტურინის „იუვენტუსი“ ეჭვმიტანილია ფინანსურ თაღლითობაში ფეხბურთელების აგენტების მონაწილეობით. იტალიის აგენტების კომისიის სამდივნომ, „ბებერი ქალბატონის“ მიმართ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა მთელი რიგი ანგარიშ-ფაქტურები ტრანზაქციებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ზოგიერთ ისეთ აგენტს გადაუხადეს საკომისიო, ვინც ფეხბურთელების ტრანსფერებში არ ერეოდა. პროკურატურის ინფორმაციით, აგენტები ამ სქემაში საიდუმლო შუამავლების სახით მონაწილეობდნენ. დღეს, 26 სექტემბერს, იწურება აგენტებისთვის უდანაშაულობის დამადასტურებელი ინფორმაციის...
ვინ შეიძლება შეცვალოს გარსია?
„დალარაზე” ნაჩვენები ერთი შეხედვით უკეთესი თამაში საკმარისი არ გამოდგა. „ნაპოლი” ბოლონიიდან ბურუსში გახვეული დაბრუნდა. ფრემ ცხრილში მდგომარეობა გაართულა. ხუთი ტურის შემდეგ „აძური” 8 ქულით მე-7 ადგილზეა. დაამატეთ ამას სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო დაძაბულობა კვარაცხელიასა და ოსიმენთან, რომელმაც მას მერე, რაც სამი ქულის ტოლფასი პენალტი ვერ გაიტანა, შეცვლის გამო თავისი აღშფოთება გამოხატა. გუნდი მძვინვარე კრიტიკის...
ნეაპოლში გარსიას იცავენ
იტალია წინააღმდეგობებით აღსავსე ქვეყანაა. ასეა ყველაფერში, მათ შორის ფეხბურთსა და სპორტულ ჟურნალისტიკაში, სადაც 1896 წლიდან გამომავალი „გაძეტა დელო სპორტი” მართალია მთელს ქვეყანაში უზომო პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ მილანური კლუბების ინტერესებს გამოხატავს, „კორიერე დელო სპორტი” რომაულ კლუბებს მფარველობს, ხოლო „ტუტოსპორტი” ტურინულია. ამიტომაც არის, რომ ნეაპოლურ მედიაში „ცენტრალურ” გაზეთებსა და გამოცემებს ხშირად აკრიტიკებენ. მაგალითად, „გაძეტა დელო სპორტის” კრიტიკით...








