ტურინის „იუვენტუსი“ ეჭვმიტანილია ფინანსურ თაღლითობაში ფეხბურთელების აგენტების მონაწილეობით.
იტალიის აგენტების კომისიის სამდივნომ, „ბებერი ქალბატონის“ მიმართ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა მთელი რიგი ანგარიშ-ფაქტურები ტრანზაქციებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ზოგიერთ ისეთ აგენტს გადაუხადეს საკომისიო, ვინც ფეხბურთელების ტრანსფერებში არ ერეოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, აგენტები ამ სქემაში საიდუმლო შუამავლების სახით მონაწილეობდნენ.
დღეს, 26 სექტემბერს, იწურება აგენტებისთვის უდანაშაულობის დამადასტურებელი ინფორმაციის მიწოდების ვადა. თუმცა, 2025 წლამდე საქმეზე გადაწყვეტილება არ მიიღება.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
