აქამდე ჰაერში ეკიდა, მაგრამ ახლა რეალობა გახდა: Tuttomercatoweb-ის ცნობით „ნაპოლის” სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ „აძურისთან” ახალი ხელშეკრულება გააფორმა. Tuttomercatoweb-ის ცნობა მოკლეა, მაგრამ ამომწურავი: „სტანისლავ ლობოტკას დიდებულმა თამაშმა სეზონის დასაწყისში, განაპირობა ის, რომ „ნაპოლიმ” მას 2027 წლის 30 ივნისამდე განუახლა კონტრაქტი. ფეხბურთელს შრომა მატერიალურადაც დაუფასდა. აქამდე ის წელიწადში 2,5 მილიონ ევროს იღებდა, ახალი ხელშეკრულების თანახმად კი...
წელი: 2022
ნაპოლი ანთალიას მიემგზავრება
სამშაბათს, „ემპოლისთან” გამარჯვების (2:0) შემდეგ „ნაპოლის” მსოფლიოს უადგილო ჩემპიონატით განპირობებულ შესვენებამდე „უდინეზესთან” დარჩა სათამაშო. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა გამორიცხული არ არის, მაგრამ როგორც იტალიური პრესა წერს, კლუბის ექიმები ქართველს ჯერ მაინც აკვირდებიან. შემდეგ კი დაიწყება 50 დღიანი წყვეტა, რომელიც საყოველთაო აზრით ისეთივე სეზონისწინა პერიოდია, ჩვეულებრივ ზაფხულში რომ არის ხოლმე. ასეთია უცნაური სეზონის თავისებურებანი. დაგეგმილია,...
ბასილაშვილმა ჩელენჯერი გაიხსენა
30 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს არც თუ კარგი დროება უდგას. ჩვენებური უკვე ჩელენჯერის ტურნირებშიც კი გამოჩნდა და ეს, შესაძლოა, წაადგეს კიდეც. ბასილაშვილმა პირველ მატჩში უკვე გაიმარჯვა, რაც ფსიქოლოგიურად გამოადგება. ბასილაშვილმა რუანის ტურნირზე კვალიფიკაციიდან გამოსულ ფრანგ ანტუან ჰოანგს 7:6, 4:6, 6:2 სძლია. მატჩი 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. არადა, თამაში ისე დაიწყო, ბოლო პერიოდის...
ქულები პოკერით…
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მესამე მატჩში, თბილისის სპორტის სასახლეში, ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა. ჯგუფის აუტსაიდერთან შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბოლოს მოახერხეს მოწინააღმდეგის გატეხვა და საბოლოოდ 6:4 მოიგეს. ავთანდილ ასათიანის გუნდიდან 4 გოლი ბრუნო პეტრიმ გაიტანა, ორი კი თალესმა ( ერთი პენალტით). ამრიგად სამი ტურის შემდეგ, სამი...
ვაგნერი დინამოში
თბილისის „დინამომ“ ბრაზილიელი შემტევი ვაგნერ გონსალვეში დაიმატა, მოთამაშე თბილისურ კლუბს მაკედონიური „შკენდიადან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. ვაგნერი დინამოელთა შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების გამართავს 2023 წლიდან შეძლებს – ინფორმაცია თბილისის „დინამოს“ ვებ გვერდმა გაავრცელა. ბრაზილიელი შემტევი ფრანგული „ბასტიას“ აღზრდილია. უთამაშია უკრაინულ „კრივბასსა“ და „დნიპრო 1“-ში. რაც შეეხება მის ქართულ კარიერას....
ხვიჩა ტრიბუნაზე იჯდა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მიერ „ემპოლის” 2:0 ძლევაში მონაწილეობა არ მიუღია. მან გამოტოვა წინა შეხვედრაც, სტუმრად „ატალანტასთან”, რომელიც „აძურიმ” 2:1 მოიგო. ხვიჩა კვლავ ნატკენ ზურგს მკურნალობს. როგორც იტალიური პრესა წერს, ქართველმა გარემარბმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, „ენფილდზე”, „ლივერპულს” მცველ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან შეჯახების დროს მიიღო. და კიდევ, იტალიური მედია აღნიშნავს, რომ კვარაცხელია „დიეგო მარადონაზე”...
ნაპოლიმ სამი სავალდებულო ქულა მოიპოვა
„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე 2:0 მოუგო „ემპოლის”. ანგარიში 69-ე წუთზე ირვინგ ლოსანომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი კი 88-ე წუთზე იმავე ლოსანოს პასით, ტექნიკური დარტყმით, მოედანზე 64-ე წუთზე შესულმა პიოტრ ჟელინსკიმ შეაგდო. ამ ორ გოლს შორის, 74-ე წუთზე სტუმრებს მეორე ყვითელი ბარათის გამო ცენტრალური მცველი სებასტიანო ლუპერტო გაუძევეს. „ძალიან მინდოდა ამ პენალტის დარტყმა. ყველამ გამამხნევა,...
სხვა ემერი
„ასტონ ვილას“ ახალი თავკაცის, უნაი ემერის რე-დებიუტი პრემიერლიგაში გასულ უქმეებზე შედგა და შესანიშნავი გამოდგა – ბირმინგემელებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ 3:1 დაამარცხეს. ემერი დარწმუნებულია, რომ ახლა გაცილებით მომზადებულია მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში სამუშაოდ. „ახლა პრემიერლიგური გამოწვევისთვის უფრო მზად ვარ, ვიდრე „არსენალში“ მუშაობისას. ზურგს „მეთოფეებთან“ ყოფნის წელიწადი და ოთხი თვე მიმაგრებს. იყო გარემოებები, რის გამოც ლონდონური კლუბის...
საქართველოს აურიეს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისლანდიაში ჩასვლამდე გზაში გვარიანად შეფერხდა. საქართველოს დელეგაციის წევრებისთვის მიუნხენიდან თბილისისკენ გამოფრენილი ავიაკომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავი, ტექნიკური პრობლემების გამო, უკანვე დაბრუნდა. … სწორედ ამის გამო დანიშნულების ადგილზე, ქალაქ რეიკიავიკში, ჩვენები ერთი დღით გვიან ჩავლენ. საქართველოს ნაკრებმა მიუნხენი-რეიკიავიკის რეისს ვეღარ ჩაუსწრეს და ღამე გერმანიაში გაათენეს. ნაკრები დღეს დილით გაფრინდა. საქართველოდან რეიკიავიკში გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი,...
მამარდას ფასმა 5 მილიონით მოიმატა
სადაცაა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება ანუ საკლუბო ფეხბურთი ერთი თვით შეჩერდება. პაუზა მართლაც უცნაურ დროს უწევს, ჯერ ხომ სეზონის შუაც არ არის, გუნდებს კი ფაქტობრივად ხელმეორე პრე-სეზონი ექნებათ. შემდეგ დაიწყება დაუნდობელი მარათონი — იანვრიდან ივნისამდე. ასეთმა უჩვეულო ვითარებამ Transfermarkt-ს სეზონის პირველი ნაწილის შეჯამების შესაძლებლობა მისცა. ზოგი ფეხბურთელი გაძვირდა, ზოგის ფასმაც პირიქით, დაიკლო. „ვალენსია”, რომელშიც ქართველი...









