ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” გერმანულ „აინტრახტს” დააპირისპირა. ეს გუნდები 28 წლის წინ უეფას თასზე შეხვედრილან. მაშინ ფრანკფურტის გუნდში ქართველი ფეხბურთელი კახა ცხადაძე თამაშობდა, თუმცა „აძურისთან” მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია (ნეაპოლში სათადარიგოთა სკამზე იჯდა), „ნაპოლის” კაპიტანი კი გახლდათ რობერტო ბორდინი, რომელმაც ძველი ამბები გაიხსენა. „მე 1994 წელს „აინტრახტის” წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში ვითამაშე. მკლავზე...
წელი: 2022
წერტილი !
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ, ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა „ლივერპულის“ თავდამსხმელი რობერტო ფირმინო. სამაგიეროდ ყატარში მიემგზავრება 39 წლის მცველი დანი ალვეში. ბრაზილიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია: მეკარეები ალისონი („ლივერული“, ინგლისი), ედერსონი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), ვევერტონი („პალმეირასი“, ბრაზილია); მცველები დანილო („იუვენტუსი“, იტალია), დანი ალვეში („პუმასი“, მექსიკა), ალექს სანდრო („იუვენტუსი“, იტალია), ალექს...
საბურთალო უევროპოდ
ლიდერების მატჩებს თუ არ ჩავთვლით, 33-ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. ერთმანეთს გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები ხვდებოდნენ. „გაგრამ“ „სიონს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. გუნდებმა მატჩი კაცნაკლულებმა დაასრულეს. მსაჯმა ჯერ გაგრელი ნოდარ ლომინაძე გააძევა, შემდეგ კი სტუმარი დავით ზურაბიანი. „სიონი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და ერთობ გაირთულა სატურნირო მდგომარეობა. წააგო ცხრილის სახიფათო ნაწილში მყოფმა „თელავმაც.“ კახელებმა...
გვარდიოლა ნაყატარევს იტყვის
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, კლუბში დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამოაცხადებს. 51 წლის სპეციალისტის ქალაქელებთან მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. „სიტიში“ ის 2016 წლიდან მუშაობს. ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად 11 ტიტული მოიგო, მათ შორის – ოთხჯერ პრემიერლიგა. გვარდიოლას მეუღლეს, კრისტინას დიდი გავლენა აქვს ქმრის გადაწყვეტილებებზე. უმცროს ქალიშვილთან, ვალენტინასთან ერთად ის...
პრესტიჟის დამცველი ჟორჟი
ვიდრე ეროვნული გუნდი შემოდგომის ტესტების ეგიდით საერთაშორისო მატჩებისთვის არის შეკრებილი, საფრანგეთის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი, მე-10 ტური შედგა. ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, ქართველ ლეგიონერთა დიდი ნაწილი ნაკრებში გამოძახებული და შესაბამისად, გასულ ტურში ჩვენებურთა წარმომადგენლობა ერთობ მოკრძალებული აღმოჩნდა. 21 ქართველი ორივე ლიგის 15 მატჩში მართლაც ცოტაა… გამორჩეული თამაში კი პრო დ2-ის „ბეზიეს“ ქართველ ბურჯ ჟორჟი სალდაძეს გამოუვიდა....
ევროპა დალაგდა
შვეიცარიულ ნიონში უეფას ევროპა ლიგის ფლეი ოფის წილისყრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის მსგავსად სუპერწყვილი აქაც მივიღეთ, სხვა გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: ბარსელონა vs მანჩესტერი, იუვენტუსი vs ნანტი, სპორტინგი vs მიდტიულანდი, შახტარი vs რენი, აიაქსი vs უნიონი, ლევერკუზენი vs მონაკო, სევილია vs პსვ, ზალცბურგი vs რომა მატჩები 16 და 23 თებერვალს გაიმართება, მოგებულები კი 1/16-ფინალში ითამაშებენ. შეგახსენებთ, ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა ბუდაპეშტში, 31 მაისს შედგება.
ხვიჩა ფრანკფურტში, ლივერპული რეალთან…
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია! ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ევროპის ლიგის გამარჯვებულ ფრანკფურტის „აინტრახტს“ შეხვდება… წილისყრამ ორი სუპერწყვილიც გამოავლინა – პსჟ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება, „რეალი“ კი „ლივერპულს“… გემახსოვრებათ, ესენი შარშანდელ ფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს და მაშინ ესპანელებმა იმარჯვეს. ლაიფიცგი – სიტი, ბრიუგე – ბენფიკა, ლივერპული – რეალი, მილანი – ტოტენჰემი, აინტრახტი – ნაპოლი, დორტმუნდი – ჩელსი, ინტერი – პორტუ, პსჟ- ბაიერნი პირველი...
ხვიჩა ემპოლისთანაც არ იქნება
„კორიერე დელო სპორტის” კორესპონდენტი ფაბიო მანდარინი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ემპოლისთანაც” ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩას წინა ტურში „ატალანტასთანაც” არ უთამაშია. ბერგამოში 2:1 გამარჯვების შემდეგ „აძური” საწვრთნელ მოედანს დაუბრუნდა და 8 ნოემბრის შეხვედრისთვის დაიწყო მზადება. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შაბათის შეხვედრა ზურგის ტკივილის გამო გამოტოვა. იტალიური პრესა წერს, რომ კვარაცხელიას ზურგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო...
ნაპოლი ქოლერა!
რომში მდებარე სპორტულმა სასამართლომ „ატალანტა” 25 ათასი ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: ბერგამოელი გულშემატკივრები „ნაპოლისთან” (1:2) შეხვედრის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ სტუმრებს შეურაცხყოფდნენ და თამაშის ბოლოს ნეაპოლელი ქომაგების ცემაც მოუნდათ. რამდენადაც კარგი სანახავი იყო ის, რაც მოედანზე ხდებოდა, იმდენად ცუდი გარემო იყო „სტადიო ატლეტი აძური დ’იტალიაზე”, რომელსაც სპონსორის გამო „გევის სტადიუმს” ეძახიან. ჯერ ერთი მთელი შეხვედრის...
ვალენსიას მცველებო, დაანებეთ გიორგის თავი
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სან სებასტიანში რეალ სოსიედადთან 1:1 ითამაშა. ეს გახლდათ მატჩი, რომლის მიმოხილვას თითქმის ყველა ესპანურ საიტსა თუ გამოცემაში სათაურად ჰქვია „ვალენსიელებმა ათ მოწინააღმდეგეს ვერ მოუგეს” ან რაღაც ამის მაგვარი, მაგრამ სანამ ათი კაცის ამბავზე გადავიდოდეთ, ქართველი მეკარის შესახებ ვთქვათ. AS გიორგიზე ორი სიტყვით წერს: „ცოტა საქმე ჰქონდა. გაშვებული გოლი მისი ბრალი არ იყო”....









