„ბარსელონას“ თავკაცმა ჩავიმ გუნდში ახალი ვარსკვლავის ფერან ტორესის გამოჩენა სიხარულით აღნიშნა. მოგეხსენებათ, ტორესი „კამპ ნოუზე“ „მანჩესტერ სიტიდან“ 55 მილიონ ევროდ გადავიდა. გარიგება 2021 წლის ბოლოს შედგა. მართალია, კლუბები ქაღალდებს ოფიციალურად ჯერ კიდევ აფორმებენ, მაგრამ ფეხბურთელი უკვე ჩავიდა კატალონიის დედაქალაქში. ესპანური პრესა წერს, რომ ჩასვლის მიუხედავად თავდამსხმელი ახალ გუნდში სათამაშოდ ჯერჯერობით არ არის მზად. მას ფეხი...
წელი: 2022
მეთოფეებს ქალაქელებთან არ უმართლებთ
ათი კაცით დარჩენილმა „არსენალმა“ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც წააგო სტუმრად ჩასულ „მანჩესტერ სიტისთან“ — 1:2. თამაშის ბედი როდრის მიერ 90+3 წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. „მეთოფეებს“ „ქალაქელებთან“ ამ სეზონში არ უმართლებთ. აგვისტოში, პირველი წრის შეხვედრაში, „ეტიჰედზე“ გვარდიოლას გუნდმა 5:0 მოუგო, რამაც მათ ცხადია მწარე გემო დაუტოვა; 1 იანვარს კი მსაჯის წამატებულ წუთებში გაშვებული გოლით დამარცხდნენ, რაც...
ევროპის ჩემპიონი ევროპას ტოვებს
იტალიური პრესა წერს, რომ ლორენცო ინსინიემ „ტორონტოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა: 5-წლიანი და წელიწადში 15,5 მილიონი ევრო. ასევე, კლუბი დაუფარავს სახლის გადასახადსა და მგზავრობას. ინსინიე ზაფხულში გადავა „ნაპოლიდან“ „ტორონტოში“, რომელიც ამერიკულ MLS-ში გამოდის. ტორონტო კანადის ქალაქია. ინსინიე „ნაპოლის“ გაზრდილია, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ და 2021 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა იტალიის ნაკრებში. მაგრამ ხომ არ დაკარგავს ნაკრების...
იტალია პირველია
იტალიის ნაკრები 2021 წლის საუკეთესო გუნდია. მეორეზეა „ბაიერნი“, მესამეზე არგენტინის ნაკრები, მეოთხე-მეხუთეზე „ჩელსი“ და „ლივერპული“. ეს AIPS-ის გამოკითხვით. სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაა… 114 ქვეყნის 529 ჟურნალისტმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა. იტალიამ 767 ხმა მიიღო, „ბაიერნმა“ – 503. არასაფეხბურთო გუნდებს შორის, საუკეთესო გახდა აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზეც ჩემპიონი გახდა.
ვალენსია თოვლის პაპას დაავიწყდა
„ვალენსიას“ მიმდინარე ჩემპიონატში ლა ლიგის ოთხეულში მოხვედრის იმედი აქვს, მაგრამ ახალი წლის საღამოს ეს იმედი შეირყა — „ღამურებს“ „ესპანიოლმა“ 2:1 მოუგო, თან მათ მოედანზე, „მესტალიაზე“. ბარსელონელებმა ორივე გოლი თამაშის ბოლოს, 83-ე და 88-ე წუთებზე გაიტანეს. არადა, დასვენებულმა ვალენსიელებმა, რომელთაც წინა თამაში ათი დღით ადრე ჰქონდათ, ყინჩად დაიწყეს. „ესპანიოლი“ თავის საჯარიმო მოედანს მიეჯაჭვა. „ჩეები“ ნახევარმომენტებს ქმნიდნენ....
არა დამპყრობელ რონალდუს!
ინდოეთში კრიშტიანუ რონალდუს ძეგლი დადგეს, რამაც ადგილობრივები აღაშფოთა. საქმე ის არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „რეალის“ ლეგენდა პორტუგალიელია, პორტუგალია კი იყო დამპყრობელი ქვეყანა, რომელიც გოას შტატში 1961 წლამდე, 400 წლის განმავლობაში ბატონობდა. ვინმე იკითხავს, თუკი ასეა, რონალდუს ძეგლი მაინცდამაინც გოაში რატომ დადგესო. მიზეზი მარტივია: რეგიონში ფეხბურთის პროპაგანდისთვის. 400 კილოგრამიანი ქანდაკება ქალაქ პანჯაის კალანგუტის პარკში აღმართეს....





