იტალიური პრესა წერს, რომ ლორენცო ინსინიემ „ტორონტოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა: 5-წლიანი და წელიწადში 15,5 მილიონი ევრო. ასევე, კლუბი დაუფარავს სახლის გადასახადსა და მგზავრობას.
ინსინიე ზაფხულში გადავა „ნაპოლიდან“ „ტორონტოში“, რომელიც ამერიკულ MLS-ში გამოდის. ტორონტო კანადის ქალაქია.
ინსინიე „ნაპოლის“ გაზრდილია, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ და 2021 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა იტალიის ნაკრებში. მაგრამ ხომ არ დაკარგავს ნაკრების ძირითადში ადგილს MLS-დან? დიდი შანსია, ასე მოხდეს. თავის დროზე იგივე მოხდა ჯოვინკოს შემთხვევაშიც.
ნეაპოლელებმა ინსინიეს შესთავაზეს 4-წლიანი კონტრაქტი წლიური 3,5 მილიონი ევროთი, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
