ლორენცო ინსინიე 31 წლის იტალიელი გარემარბია, რომელიც MLS-ში, კერძოდ „ტორონტოში” თამაშობს. გარდა იმისა, რომ ინსინიე ევროპის 2020 წლის ჩემპიონია, ქართველი გულშემატკივრისთვის იმითაც არის ცნობილი, რომ „ნაპოლიმ” გასულ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელია მის შემცვლელად მიიყვანა და ვინაიდან კვარაცხელიას სერია A-ში საუცხოო სტარტი აქვს მათ ხშირად ადარებენ ერთმანეთს. ინსინიეს პრობლემები აქვს. „ოჯახური მდგომარების” გამო მან რამდენიმე დღის წინ...
ჭდე: MLS
ევროპის ჩემპიონი ევროპას ტოვებს
იტალიური პრესა წერს, რომ ლორენცო ინსინიემ „ტორონტოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა: 5-წლიანი და წელიწადში 15,5 მილიონი ევრო. ასევე, კლუბი დაუფარავს სახლის გადასახადსა და მგზავრობას. ინსინიე ზაფხულში გადავა „ნაპოლიდან“ „ტორონტოში“, რომელიც ამერიკულ MLS-ში გამოდის. ტორონტო კანადის ქალაქია. ინსინიე „ნაპოლის“ გაზრდილია, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ და 2021 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა იტალიის ნაკრებში. მაგრამ ხომ არ დაკარგავს ნაკრების...
მესი ლაპორტას და აუდიტს ელოდება
„ბარსელონა“ არგენტინელ კაპიტან ლეო მესის ახალ, 10-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც სამ ეტაპად იქნება დაყოფილი. როგორც ესპანური მედია წერს, საწყისი ორი წელი „ბარსელონასთან“ იქნება დაკავშირებული. შემდეგ, თუ ფეხბურთელს სურვილი და შეთავაზება ექნება, შეეძლება კარიერა ამერიკულ MLS-ში გაატაროს, მესამე ეტაპი კი, ამერიკიდან ისევ ბარსელონაში დაბრუნებასა და კლუბის მენეჯმენტში დასაქმებას ითვალისწინებს. მიუხედავად ასეთი მსუყე შეთავაზებისა, მესი ჯერ ფიქრობს...
სტამმა სამუშაო ამერიკაში მოძებნა
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იაპ სტამი სამუშაოდ ოკეანის გაღმა გაემგზავრა. როტერდამის „ფეიენოორდის“ ექს-მწვრთნელი MLS-ის კლუბ „ცინცინატის“ ჩაუდგება სათავეში. სტამის თანაშემწე კვლაივ საიდ ბაკატი იქნება, რომელიც მასთან „ფეიენოორდში“ მუშაობდა. მართალია, სტამის წასვლის შემდეგ ბაკატი კლუბში დარჩა და დიკ ადვოკაატს ეხმარებოდა, მაგრამ კლუბმა ამერიკაში წასვლის ნება მისცა. კორონავირუსის პანდემიის გამო MLS-ის სეზონიც შეჩერებულია. პაუზამდე ამერიკულმა კლუბებმა მხოლოდ...
ყაზაიშვილს და კაშიას დოლარები დაუთვალეს
ამერიკულმა მედიამ MLS-ის კლუბების ბიუჯეტი და მათი ფეხბურთელების ჯამაგირი გამოარკვია. თურმე, სან ხოსეში, სადაც ორი ქართველი ირიცხება, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილია. საქართველოს ნაკრების შემტევი ყოველწლიურად 1 475 004 დოლარს იღებს. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი ასევე ერთადერთია კლუბში, ვისი ხელფასიც მილიონზე მეტია. ყაზაიშვილს, თვით კლუბის ლეგენდასა და MLS-ის ახლალგამომცხვარ საუკეთესო ბომბარდირ კრის ვონდოლოვსკიზე მეტი აქვს. ვონდოლოვსკი...
ქალი ვიცი მოედანზე…
სად არის ქალის ადგილი, საჭესთან თუ სამზარეულოში? ვისთვის როგორ, თუმც ამერიკის ქალთა ნაკრებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ადგილი დამსახურებულად კი უკავია. მაშინ, როცა მამაკაცები სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას „სოკერს“ ეძახიან, ხოლო MLS-ის მატჩებზე დასწრებას უმეტესად ბეისბოლის ან ამერიკული ფეხბურთის ცქერა ურჩევნიათ, ქალთა ნაკრები მონდიალის რეკორდსმენი ხდება. მსოფლიოს ჩემპიონმა და ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა საფრანგეთში მიმდინარე მონდიალი ბრწყინვალე...





