„ბარსელონა“ არგენტინელ კაპიტან ლეო მესის ახალ, 10-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც სამ ეტაპად იქნება დაყოფილი.
როგორც ესპანური მედია წერს, საწყისი ორი წელი „ბარსელონასთან“ იქნება დაკავშირებული. შემდეგ, თუ ფეხბურთელს სურვილი და შეთავაზება ექნება, შეეძლება კარიერა ამერიკულ MLS-ში გაატაროს, მესამე ეტაპი კი, ამერიკიდან ისევ ბარსელონაში დაბრუნებასა და კლუბის მენეჯმენტში დასაქმებას ითვალისწინებს.
მიუხედავად ასეთი მსუყე შეთავაზებისა, მესი ჯერ ფიქრობს და „ბარსას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან შეხვედრას ელის. უფრო სწორად, იმ ინფორმაციას, თუ რა გეგმები აქვს კლუბს მომავალში.
ბოლო დღეებში ფეხბურთელის მამისა და აგენტის, ხორხე მესის და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა გააქტიურებულია.
ამბობენ იმასაც, რომ თუ „ბარსელონაში“ სერხიო აგუერო მივა, მაშინ მესი გუნდში დარჩენას გადაწყვეტს. ლაპორტა დარწმუნებულია, რომ არგენტინელი კატალონიურ გუნდში თამაშს გააგრძელებს.
ჯერჯერობით, უცნობია, რამდენს აიღებს მესი ხელფასის სახით. მისი შემოსავალი აუდიტის დასკვნაზეა დამოკიდებული. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მესი გარკვეულ შეღავათებზე წავა და მისი ხელფასი მნიშვნელოვნად მოიკლებს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
