ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იაპ სტამი სამუშაოდ ოკეანის გაღმა გაემგზავრა. როტერდამის „ფეიენოორდის“ ექს-მწვრთნელი MLS-ის კლუბ „ცინცინატის“ ჩაუდგება სათავეში.
სტამის თანაშემწე კვლაივ საიდ ბაკატი იქნება, რომელიც მასთან „ფეიენოორდში“ მუშაობდა. მართალია, სტამის წასვლის შემდეგ ბაკატი კლუბში დარჩა და დიკ ადვოკაატს ეხმარებოდა, მაგრამ კლუბმა ამერიკაში წასვლის ნება მისცა.
კორონავირუსის პანდემიის გამო MLS-ის სეზონიც შეჩერებულია. პაუზამდე ამერიკულმა კლუბებმა მხოლოდ 2 ტურის გამართვა მოასწრეს. აი, განახლებაზე კი კონკრეტული არაფერი ისმის.
სტამისთვის ეს მეოთხე კლუბი იქნება – ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ „ფეიენოორდის“ გარდა, ასევე ნიდერლანდურ „ზვოლეში“ და ინგლისურ „რედინგში“ მუშაობდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
