ქართველმა მორაგბეებმა 2022 წელი ძალიან ენერგიულად და წარმატებულად დაიწყეს. საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარი ლიგა არ ისვენებს და აქ მორიგი ტურები ყოველ უქმეებზე სტაბილურად ტარდება. ჰოდა, თუკი გასული წელი ქართული ლეგიონისთვის მაჟორულად დაიხურა, როცა კასტრელმა ლევან ჩილაჩავამ ლელო დადო და თავის გუნდს მოაგებინა, ახალი წელი საფრანგეთში მოთამაშე ბორჯღალოსნებმა ორმაგად მაჟორულად გახსნეს. ვასილ ლობჟანიძემ ტოპ 14-ში 48-ე მატჩი...
წელი: 2022
აზაროვი ტრაბზონსპორში… თურქეთის ჩემპიონობაც ახლოსაა
ირაკლი აზაროვი თურქეთის ჩემპიონატის ლიდერ „ტრაბზონსპორში“ ითამაშებს. 19 წლის მარცხენა მცველის საკითხი წესით მალე უნდა გაოფიციალურდეს… ის თურქეთშია ჩასული. აზაროვი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, თუმცა შარშან ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. აზაროვმა ყველა ასაკობრივი ნაკრები მოიარა და ვილი სანიოლმა მთავარ ნაკრებშიც დააწინაურა. არც შემცდარა. ბათუმელები ტრანსფერში დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს მიიღებენ. „ტრაბზონსპორი“ 7-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს თურქულ სუპერლიგას. ყველაზე...
პოლონეთთანაც უშანსოდ
ATP CUP-ზე საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები D ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთს შეხვდა და 0:3 წააგო. ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოაკლდა, რომელიც კორონავირუსის შემდეგ სასურველ ფორმაში არ არის. შედეგად, ბასილაშვილის არყოფნაში კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში გავიდნენ. რეიტინგში 972-ე ადგილზე მყოფი ბაკში 117-ე ჩოგან კამილ მაიხჟაკს დაუპირსიპირდა და საათზე ნაკლებ დროში...
ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა
ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა… საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი… დიდი სპორტსმენი, დიდი რეკორდსმენი. ის ბოლო დროს ავტრალიაში ცხოვრობდა და სამშობლოში ჩამოსვლას იშვიათად თუ ახერხებდა. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი გახლდათ სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი და ძალიან შორს რომ აღარ წავიდეთ, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ათლეტი… ვიქტორ სანეევი...
რეალმა ქეიფი გააგრძელა
2022 წლის ასე ცუდად დაწყებას „რეალი“ ვერ წარმოიდგენდა — ლა ლიგის ლიდერმა „ხეტაფეთან“ წააგო 0:1. შეხვედრის ერთადერთი გოლი თურქმა ენეს უნალმა დასაწყისშივე გაიტანა, რის წყალობითაც მადრიდელი გარეუბნელები გასავარდნ ზონას ორი ქულით ასცდნენ — მე-16 ადგილზე არიან. „რეალს“ კი 15 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუსრულდა. „თეთრები“ კვლავ ლიდერებად დარჩნენ, მაგრამ მათ მდევარს, „სევილიას“, ორი თამაშით ნაკლები აქვს...
ბარსელონამ მინუს 15 მოიგო
„ბარსელონამ“ „მალიორკას“ ლუკ დე იონგის გოლისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის რეაქციის წყალობით მოუგო, 1:0. Covid 19-ით შემუსრილმა კატალონიურმა კლუბმა ცხრილში სამი ქულა შეიმატა. ახლა ის 19 თამაშის შემდეგ 31 ქულით მე-5 ადგილზეა. „ბარსა“ ლიდერ „რეალს“ 15 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მისთვის ჯერჯერობით უფრო მთავარი ის არის, რომ მეოთხე ადგილამდე ერთი ქულაღა აკლია. შეხვედრის ერთადერთი გოლი დე...
ჩელსის და ლივერპულის ფრე გვარდიოლას გასახარად
თომას ტუხელმა „ლივერპულთან“ რომელუ ლუკაკუ არ ათამაშა. მიზეზი: პრესაში ატეხილი ხმაური, რომ „ჩელსიში“ ფეხი ვერ მოიკიდა, კლუბში ვერ უგებენ და ასე შემდეგ. მერე კი ხმაური „სტემფორდ ბრიჯზე“ ატყდა — მატეო კოვაჩიჩმა და კრისტიან პულიშიჩმა 0:2 ჩამორჩენა პირველსავე ტაიმში აღმოფხვრეს. თამაში დრამატული იყო, პრემიერლიგისთვის დამახასიათებელი არითმიით. მაყურებელმა იხილა განიავებული საუცხოო მომენტები და გოლები, ჩამორჩენა და დაწევა,...
ტოპ15 – ყველაზე გამყიდველები
ლისაბონის „ბენფიკას“ 21-ე საუკუნეში ყველაზე დიდი მოგება აქვს ფეხბურთელების გაყიდვის მხრივ. მეორე ადგილზეც პორტუგალიური კლუბია – „პორტუ“. ტოპ-15-ში კიდევ ორი პორტუგალიური გვხვდება… და „აიაქსი“? ბევრს ამსტერდამელები გაახსენდება, მაგრამ ისინი მესამეზე არიან. „ბენფიკას“ ბოლო დიდი მოგება იყო ჟოაო ფელიშის „ატლეტიკოში“ გაყიდვა. 126 მილიონი ევრო!.. რამდენად ამართლებს ფელიში ამ თანხას, თავად განსაჯეთ. ჯერჯერობით, დიდი ვერაფერი სარგებელი. აბა,...
COVID 19: მესიც, კლოპიც
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს. ლეო მესის დაუდგინდა… ამის შესახებ პსჟ-მ გამოაცხადა თავის საიტზე. მესის გარდა, პსჟ-ის კიდევ სამი ფეხბურთელია დავირუსებული – სერხიო რიკო, ხუან ბერნატი და ნათან ბითუმაზალი. არგენტინელს ლიონთან 9 იანვრის მატჩი გაუცდება. COVID-19 აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელ იურგენ კლოპსაც. გერმანელ სპეციალისტს ისედაც მძიმე პერიოდი ელის – ტრავმები და ვირუსი ხომ არ...
დეროზანის ბოლო წამი
„ჩიკაგო ბულსის“ შემტევმა მცველმა დემარ დეროზანმა NBA-ს ისტორიაში მოახერხა და ზედიზედ ორი დღის განმავლობაში სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო. ეს აქამდე არავის გაუკეთებია. დეროზანმა საკუთარ გუნდს 1 იანვარს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსთან“ (108:106) მოაგებინა, ხოლო 2 იანვარს – „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ (120:119). „გამარჯვების მომტანი ბურთის ჩაგდება კარგია. განსაკუთრებით, თუ ეს სტუმრად ჩატარებულ მატჩში ხდება. თუმცა, ჯერ...









