მარსელო „ტრაბზონსფორში“? თურქული კლუბი წლიურ 2,5 მილიონ ხელფასს სთავაზობს ბრაზილიელ მარცხენა მცველს, რომელიც მადრიდის „რეალში“ ბოლო თვეებს, ან ვინ იცის, ბოლო დღეებს ითვლის. ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ შესაძლოა, იანვარშივე წავიდეს… უკვე ცნობილია, რომ „რეალი“ მარსელოს ახალ კონტრაქტს აღარ გაუფორმებს. ბრაზილიელი 2007 წლიდან თამაშობს „სამეფო კლუბში“ და ბევრი ტიტულიც მოიგო. ჩამოთვლა, მგონი, არც ღირს. „ტრაბზონსფორი“ თურქეთში...
წელი: 2022
კაპელომ, დასაჯეთო
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა კორონავაქცინაციის შესახებ. „ვაქცინაზე უარის თქმა – ეგოიზმია. თუკი პოლიციელები ვალდებულნი არიან აიცრან, ფეხბურთელები გამონაკლისები რატომ არიან? მოთამაშეები, რომლებიც უარს ამბობენ აცრაზე, საზოგადოებას ვნებენ და ჩემი აზრით, მათ ხელფასები უნდა შეუმცირონ,“ – ამბობს კაპელო. ცნობისთვის, ამ მხრივ, სერია А-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპულ ლიგებს შორის. იქ...
საქართველომ სიდნეი მოგებით დატოვა
ATP CUP-ზე საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა კარი გაიჯახუნა და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის ბოლო შეხვედრა მოიგო. ეს ალექსანდრე მეტრეველისა და ალექსანდრე ბაკშის წყვილმა გააკეთა, რომლებმაც სტეფანოს ციციპასისა და მიხეილ პერვოლარაკის დუეტს მოუგო – 4:6; 6:3; 16:14. თუმცა, საერთო ჯამში ჩვენმა გუნდმა მაინც წააგო: ერთეულთა თანრიგში პირველები კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და მიხეილ პერვოლარაკის გავიდნენ. გამარჯვება ბერძენს დარჩა...
ლაპორტას კორონაცია
კატალონიური „სპორტის“ ცნობით Covid 19 „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასაც დაემართა. ლაპორტას გუშინ ჩაუტარეს ტესტირება და დადებითი პასუხი მიიღეს. „სპორტი“ წერს, რომ პრეზიდენტს უშუალო კონტაქტი ჰქონდა იმ ხალხთან, ვისაც კოვიდი დაუდასტურდა. მას თავიდან ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარეს. მის მიხედვით პრეზიდენტი ჯანმრთელი იყო, მაგრამ, PCR ტესტმა დაადგინა, რომ ლაპორტას კორონა სჭირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ბარსას“ პრეზიდენტი...
მანჩესტერ იუნაიტედი კულისებს მიღმა
რალფ რანგნიკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელთა ურთიერთობებში გაიხლართა. „სანმა“ შეიტყო, რომ ცუდი ფორმის მიუხედავად რანგნიკი ერთ ჯგუფს უპირატესობას ანიჭებს, რითაც მეორეს აღიზიანებს. „ვულვერჰემპტონთან“ 0:1 წაგების შემდეგ ლუკ შოუმ თავი ვეღარ შეიკავა და თანაგუნდელები საჯაროდ გააკრიტიკა; თავდადება, ერთსულოვნება და გამარჯვების წყურვილი დაუწუნა მათ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ წყარომ, რომელიც კლუბში ტრიალებს და ყველაფრის მოწმეა (ვინ იცის ერთ-ერთი ფეხბურთელიც იყოს),...
ნეი ბუნკერში
ღვთის პირიდან გავარდნილი ნეიმარი ახლა ტრავმირებულია და მშობლიურ ბრაზილიაში გადის რეაბილიტაციის კურსს. მოგეხსენებათ, ნეიმარი გართობის დიდი მოყვარულია. ამის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ, ცუდ მაგალითს აძლევ სხვა სპორტსმენებს და ბავშვებსო. ამიტომ ახლა სამდღიანი საიდუმლო პურმარილი მოიფიქრა ბუნკერში, სადაც სტუმრებს ტელეფონების და კამერების შეტანის უფლება არ ჰქონდათ, თან ყველაფერი საიდუმლოდ უნდა შეენახათ. ცხადია, სტუმრები ოჯახის წევრები და...
ჰიონესი: პატიმრობამ უფრო გამაძლიერა
მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გულახდილად ისაუბრა საპატიმროზე, ტრანსფერებზე, მენეჯმენტზე… ჰიონესი ის კაცია, გადასახადების დამალვისთვის ციხეში რომ იჯდა. 2014 წელს მიუსაჯეს სამწელიწადნახევარი, მაგრამ წელიწადსა და ცხრა თვეში გაათავისუფლეს. „დიახ, დიდი შეცდომა დავუშვი. ამან ჩემს რეპუტაციას დაარტყა და პასუხისმგებლობა ავიღე. თუმცა პატივს მცემდნენ ისინიც კი, რომლებიც მაკრიტიკებდნენ. შემეძლო ბრძოლა, სარჩელის შეტანა და ციხის თავიდან არიდება,...
კითხვა ინგლისში… რატომ არის კაპიტანი რონალდუ?
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ წააგო „ვულვზთან“ – 0:1. 35 წლის პორტუგალიელმა ჟოაო მოუტინიუმ გაუტანათ… და მანჩესტერელთა პორტუგალიელები? ბრუნო ფერნანდეშზე არა, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუზე დავწერთ. ის კაპიტანი იყო ამ შეხვედრაში. პოლ ინსმა, რომელიც „იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი საყრდენია, რონალდუ გააკრიტიკა: „თუ ვინმე იმსახურებს სამკლავურს, ეს სკოტ მაკტომინეია. კაპიტნობა იმით უნდა განისაზღვრებოდეს, ვინ როგორ იქცევა მოედანზე. მაკტომინეი...
ერიკსენი ვარჯიშს იწყებს
კრისტიან ერიკსენი ამ იანვარში ერთ-ერთ ტოპ-გუნდში დაიწყებს ვარჯიშს. შემდეგ მას რომელიმე კლუბი გაუფორმებს კონტრაქტს. დაინტერესებულთა შორის არიან დანიის, ჰოლანდიის და ინგლისის კლუბები. შეგახსენებთ, რომ დანიელ ვარსკვლავს კარიერის უდიდესი პერიოდი სწორედ ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ კი „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ აქვს გატარებული, საიდანაც 2020 წლის იანვარში „ინტერში“ გადავიდა. არის ერთი საინტერესო დამთხვევაც, დღეს „სფურზს“ ანტონიო კონტე უდგას სათავეში, კაცი,...
შნო ჰქონდა და იუნაიტედს მანჩესტერში მოუგო
„სანი“ წერს, რალფ რანგნიკს საქმე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გაყრისკენ ისე მიუდის, თაფლობის თვე არ ჰქონიაო. გაზეთის აზრით, რაც გერმანელი მანკუნიანელთა მწვრთნელია, მხოლოდ „ბარნლისთან“ თამაშის პირველი 35 წუთი ვარგოდა, დანარჩენი კი წყალშია გადასაყრელი. გუშინ, ჟოაო მოუტინიუს დარტყმით „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ვულვერჰემპტონმა“ მოუგო და მთავარი ეს ერთი დარტყმა არ ყოფილა — სტუმრები „ოლდ ტრეფორდზე“ გამარჯვებას გულწფელად იმსახურებდნენ. მსაჯის წამატებულ...









