„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ წააგო „ვულვზთან“ – 0:1. 35 წლის პორტუგალიელმა ჟოაო მოუტინიუმ გაუტანათ… და მანჩესტერელთა პორტუგალიელები? ბრუნო ფერნანდეშზე არა, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუზე დავწერთ. ის კაპიტანი იყო ამ შეხვედრაში.
პოლ ინსმა, რომელიც „იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი საყრდენია, რონალდუ გააკრიტიკა:
„თუ ვინმე იმსახურებს სამკლავურს, ეს სკოტ მაკტომინეია. კაპიტნობა იმით უნდა განისაზღვრებოდეს, ვინ როგორ იქცევა მოედანზე. მაკტომინეი 25 წლისაა და სამკლავური მისთვის პროგრესისკენ სიგნალი იქნებოდა. რატომ რონალდუ, როცა ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ წაგებული თამაშის მერე მოედნიდან სულ ისე გადის, ფანებისკენ არც იყურება და მადლობას არ უხდის?!“
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
