„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი პეპ გვარდიოლა და მისი ასისტენტი ხუანმა ლილო Covid 19-ით დაავადდნენ. ისინი თვითიზოლაციაში არიან. ასევეა „ქალაქელთა“ ყველა სხვა ინფიცირებული წევრი. სადღეისოდ „სიტის“ 21 ავადმყოფი ჰყავს. მათგან 14 პირველი გუნდის წარმომადგენელია, 7 კი ფეხბურთელი. ამ უქმეებზე გუნდს ფეხბურთის ასოციაციის თასზე „სვინდონ თაუნთან“ გვარდიოლას თანაშემწე როდოლფო ბორელი უხელმძღვანელებს. მიმდინარე სეზონში „სიტის“ საქმე ჩინებულად მიდის. პრემიერლიგის...
წელი: 2022
რანგნიკი მიხვდა, რომ დრო არ ეყოფა
რალფ რანგნიკი შიშობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემების გამოსასწორებლად დრო არ აქვს. ლაპარაკია იმ დროზე, რომელიც მას დროებითი მწვრთნელის კონტრაქტით აქვს გამოყოფილი. ამ ხელშეკრულების ვადა გერმანელს მაისის ბოლოს გაუდის. „დეილი მეილმა“ შეიტყო დიდი სირთულეების შესახებ, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა რანგნიკი მას მერე რაც „იუნაიტედის“ ტოქსიკურ გარემოში ამოჰყო თავი. ამბობენ, რომ „ოლდ ტრეფორდზე“ ახლა ისეთივე ბნელი პერიოდი დგას,...
უზარმაზარი შეთავაზება
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბას უზარმაზარი ხელფასი, კვირაში 500 000 გირვანქა შესთავაზა. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ის უკვე დაეძებს ახალ კლუბს მთელს ევროპაში. 28 წლის ნახევარმცველის გადაბირებით დაინტერესებულები არიან „პარი სენ ჟერმენი“, „რეალი“ და მისი ყოფილი კლუბი „იუვენტუსი“. როგორც ინგლისური მედია წერს, ფეხბურთელს ჯერ არ გადაუწყვეტია საით მიუწევს გული. „იუნაიტედში“ შიშობენ, რომ პოგბა მართლა...
სამბეჭდიანი ნულები
„ფილადელფიას“ მცველი დენი გრინი მეორე კალათბურთელია, რომელსაც სტატისტიკური მონაცემების ყველა გრაფაში ნული ეწერა. ეს „ფილადელფიასა“ და „როლანდოს“ მატჩის შემდეგ (116:106) მოხდა. არადა, გრინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა. პირველი, ვისაც ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა, ტონი სნელია. ამასთან, ორჯერ. 2017 წელს „მილუოკის“, ხოლო 2021 წელს – „პორტლენდის“ შემადგენლობაში. აღსანიშნავია, რომ გრინი ნბა-ს სამგზის ჩემპიონია: „სან ანტონიო“ (2014), „ტორონტო“ (2019)...
ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს
მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში, ცხადია, სურს, მაგრამ ანტივაქსერია და ეს პრობლემაა. ჯოკოვიჩი კორონავირუსის აცრაზე უარს აცხადებს, რის გამოც ის ავსტრალიაში ან ითამაშებს, ან – ვერა. ტურნირის ორგანიზატორებმა ჯოკოვიჩისთვის გამონაკლისი დაუშვეს და მელბურნში აუცრელიც კი მიიწვიეს, მაგრამ არავაქცინირებული ნოლე ავსტრალიის სასაზვრო პოლიციამ ქვეყანაში არ შეუშვა. ჯოკოვიჩმა საზღვარზე ვერ წარადგინა ყველა...
ვალენსიას მეკარეს მუხლებზე დადგომამ ვერ უშველა
„ვალენსიამ“ „სამეფო თასის“ მეთექვსმეტედფინალში „კარტახენას“ სტუმრად 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ჩვენთვის საყურადღებო ის იყო, რომ სტუმრების თავკაცმა ხოსე ბორდალასმა მეკარე შეცვალა, იასპერ სილესენი დაასვენა, მაგრამ მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი კი არა, 31 წლის ხაუმე დომენეკი ათამაშა. „ღამურებს“ იოლი გასეირნება არ გამოუვიდათ, იწვალეს. ანგარიში 35-ე წუთზე კარლოს სოლერმა გახსნა, მაგრამ 75-ე წუთზე ალფრედო ორტუნომ პენალტით გაათანაბრა...
სიტიმ აგუეროს წინადადებით მიმართა
„მანჩესტერ სიტი“ მზადაა თავის რეკორდსმენ ბომბარდირს სერხიო აგუეროს კლუბის ელჩობა შესთავაზოს. არგენტინელი თავდამსხმელი 33 წლის ასაკში იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა. მიზეზი: უეცრად აღმოჩენილი გულის პრობლემები. აგუერო გასულ ზაფხულს „სიტიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა, მაგრამ ოქტომბრის მიწურულს თამაშის დროს ცუდად გახდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დიეგო მარადონას ყოფილ სიძეს უჯობდა აქტიური სპორტისთვის თავი დაენებებინა. და აი, „მანჩესტერ სიტი“ მზად...
ჩელსის თავდამსხმელი სულ არ უნდა
წუხელ „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 2:0 მოუგო და ინგლისურ მედიაში გაჩნდა ხუმრობა, რომელუ ლუკაკუს გამო ატეხილი სკანდალიდან ერთ კვირაში გაირკვა, რომ „ჩელსის“ თავდამსხმელი საერთოდ არ სჭირდებაო. „სტემფორდ ბრიჯზე“ ანტონიო კონტეს დაბრუნების დღეს „ტოტენჰემის“ მცველებმა დასავლეთლონდონელი ფორვარდების საქმე თვითონ იტვირთეს. არადა, აქამდე „სფურზის“ დაცვა ხელწამოსაკრავი არ ჩანდა — წინა ათი შეხვედრიდან „დეზებმა“ მეტოქეს ხუთში...
ხელიდან გაშვებული მოგება
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს გამორჩა – 22:22. არადა, გამთანაბრებელი ბურთი ფინელებმა ზედ ბოლო წამზე გაიტანეს. თუმც, ჩვენი გუნდი მანამდეც არეული გამოიყურებოდა. თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს და 17 წუთში მხოლოდ 1 გოლი გაეტანათ. მართალია, ამ პერიოდში ჩვენი მეკარეც ყოჩაღობდა და ფინელებს მხოლოდ 4-ჯერ გაატანინა,...
აფრიკული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი? რატომაც არა!
სამუელ ეტოომ განაცხადა, რომ აფრიკულ ნაკრებს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ეტოო, როგორც ადრე დავწერეთ, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. აფრიკის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც საუკეთესო წლები „ბარსელონაში“ გაატარა, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორივე ფინალში გოლი გაიტანა. თუმც ჩემპიონთა თასი „ინტერშიც“ ჩაიხუტა. ზოგადად, ეტოო ხმაურიან განცხადებებს აკეთებს ხოლმე და მუდამ ფარივითაა, როცა საქმე...









