ესპანეთის ლა ლიგაში მსაჯთან 2022 წლის პირველი პრეტენზია „ვალენსიას” გაუჩნდა. „ღამურებმა” მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” 1:4 წააგეს და ყურადღება მათ კარში გატანილ პირველ გოლზე გაამახვილეს. ვალენსიელების აზრით, კაზემირო მცველებს არ წაუქცევიათ და პენალტი, რომლითაც ქარიმ ბენზემამ 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა, არ უნდა დანიშნულიყო. ვალენსიელებს მხარი „ბარსელონას” ვეტერანმა ჟერარდ პიკემაც დაუჭირა. მართალია პიკეს გუნდმა იმავე დღეს სტუმრად...
წელი: 2022
ზურას და ზაურის აურზაური
პრო დ2-ის რეგულარულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო და მისი სტარტი საკმაოდ ხვავრიელი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. საფრანგეთის სარაგბო პირველობის მეორე ეშელონის მე-16 ტურში 14-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ორმა მათგანმა სეზონში პირველი ლელოც მიითვალა. ერთ-ერთი მათგანისთვის კი ეს იყო სულაც სადებიუტო ლელო პროფესიული კარიერის განმავლობაში. 22 წლის ზაურ თევდორაშვილი პრო დ2-ში მესამე სეზონს ატარებს და თავი...
რიბერი ისევ თამაშობს?
ფრანკ რიბერი, შესაძლოა, ბრაზილიის გუნდში გადავიდეს. „სეარა“ – არცთუ დიდი კლუბია, თუმცა უმაღლესშია და წინა სეზონში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ყოფილი ვარსკვლავი ამჟამად იტალიური სერია A-ს აუტსაიდერ „სალერნიტანაშია“, ეს კლუბი კი გაკოტრების პირას იყო და ლიგიდან მოკვეთა ემუქრებოდა. ბოლო დროს წარმოადგინეს საჭირო ფინანსები… რიბერის შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაცია „სეარას“ პრეზიდენტმა რობინსონ დე...
კონტე ერიქსენზე: მისთვის კარი ღიაა
ანტონიო კონტემ არ გამორიცხა, რომ კრისტიან ერიქსენი „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს. კონტე „ინტერში“ იყო ერიქსენის მწვრთნელი და დიდად არ სწყალობდა, მათ მცირე კონფლიქტიც ჰქონდათ… დანიელი, როგორც იცით, ზაფხულში სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა: ევროპის ჩემპიონატის დანია-ფინეთის მატჩისას ის გულმა შეაწუხა, მინდორზე უგონოდ დაეცა. საფეხბურთო სამყარო შოკში ჩავარდა. მერე სპეციალური დეფიბრილიატორი ჩაუდგეს და გადაწყვიტა, რომ ისევ ითამაშებს… ერიქსენი ახლა უგუნდოდაა....
მორატას ტრანსფერის კარუსელი
„ბარსელონა” ალვარო მორატას ყიდვაზე ხელის აღებას არ აპირებს, თავად თავდამსხმელმა კი კარგად იცის, რომ თუ მოთმინებას გამოიჩენს, „კამპ ნოუზე” შეიძლება იანვარშივე გადავიდეს. მეორე მხრივ, „იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ კატეგორიულად მოჭრა, ესპანელი ტურინიდან ამ თვეში არსად წავაო. საქმე ის არის, რომ „ბებერი ქალბატონი” „პარი სენ ჟერმენისგან” მაურო იკარდის გამოსყიდვას აპირებს და უნდა, სანამ მორატას შეელევა ჯერ...
პოლ პოგბა უარყოფს
პოლ პოგბამ მის შესახებ გავრცელებულ ბოლო ცნობებზე რეაგირება არ დააყოვნა: ინფორმაცია თითქოს „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვირაში 500 000 გირვანქას მთავაზობს, ჭორიაო, თქვა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა. ამ ეტაპზე ფრანგი ვარსკვლავი ტრავმას იშუშებს. ხელშეკრულების თანახმად მას „ოლდ ტრეფორდზე“ ბოლო ექვსი თვე აქვს გასატარებელი. პოგბას წარმომადგენელმა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „გვინდა მედიაში გავრცელებულ ცნობებს ნათელი მოვფინოთ. პოლს...
გადაფიქრების პროცესი
„მანჩესტერ სიტიში“ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ინგლისელი ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი „ეტიჰედზე“ დარჩება. სტერლინგს „ქალაქელებთან“ კონტრაქტს ვადა წელიწადნახევარში გაუდის. აქამდე ფეხბურთელი სატრანსფერო თამაშებით იყო გართული — ესპანურ გრანდებს, „ბარსელონასა“ და „რეალს“ ეკეკლუცებოდა. და აი, ბოლო ინფორმაციით „სიტის“ შეფები დამშვიდნენ. მათ სწამთ, რომ ფორვარდი ამ ზაფხულს კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ამბობენ, რომ ასეთი რწმენა სტერლინგსა და პეპ...
არ მოგწონთ კრიტიკა? წადით!
იცით, როგორ გაგიმართლათ, აქ რომ მოხვდით?! „არ მოგწონთ კრიტიკა? წადით!“ – ეს პატრის ევრამ მოუწოდათ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წუწუნა ფეხბურთელებს. ზოგადად ევრა პირდაპირი ადამიანია, ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდება. ევრა, როგორც იცით, კარგა ხანს თამშობდა მანჩესტერში, მარცხენა მცველად. „ვიდრე მწვრთნელს ავირჩევდეთ, მოდით, ფეხბურთელებზე ვილაპარაკოთ. ითამაშეთ! იცით, როგორ გაგიმართლათ, ამ კლუბში რომ მოხვდით? ეს „იუნაიტედია“ და თუ კრიტიკა...
მაკრონი და მბაპე
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კილიან მბაპეზე ისაუბრა. მაკრონს ფეხბურთი უყვარს და როგორც ამბობენ, მბაპე მისი ფავორიტია… პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 23 წლის თავდამსხმელი არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნებაც პროგრესულად მოაზროვნე და მისაბაძია. მაკრონის ნათქვამი „ეკიპმა“ დაწერა: „მბაპეს მხრებზე ჭკვიანი თავი აქვს. ის სოციალურ საკითხებშიც ერკვევა, საუბრობს ვაქცინაციაზე, ძალადობის წინააღმდეგ საჭირო თემებზე. მბაპემ საზოგადოებისთვის საჭირო...
ფიფას სამეული: სამივე ფავორიტია და სამივე აუტსაიდერი
ფიფამ სამი მწვრთნელი შეარჩია: რობერტო მანჩინი, ხოსეპ გვარდიოლა და თომას ტუხელი… ამ სამიდან ერთ-ერთი გახდება 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი. დაჯილდოვება 17 იანვარს გაიმართება ციურიხში. რთულია თქმა, თუ რომელია ფავორიტი (ან რომელი აუტსაიდერი). მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ტუხელმა ჩემპიონთა ლიგა, ხოლო გვარდიოლას „სიტი“ თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ყველა მატჩს იგებს (ეგაა, ის თითო-ოროლა სწორედ რომ გადამწყვეტი თამაშია...









