ფრანკ რიბერი, შესაძლოა, ბრაზილიის გუნდში გადავიდეს. „სეარა“ – არცთუ დიდი კლუბია, თუმცა უმაღლესშია და წინა სეზონში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ყოფილი ვარსკვლავი ამჟამად იტალიური სერია A-ს აუტსაიდერ „სალერნიტანაშია“, ეს კლუბი კი გაკოტრების პირას იყო და ლიგიდან მოკვეთა ემუქრებოდა. ბოლო დროს წარმოადგინეს საჭირო ფინანსები…
რიბერის შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაცია „სეარას“ პრეზიდენტმა რობინსონ დე კასტრომ გაავრცელა.
„გუშინ დამირეკეს და რიბერის შეძენა შემომთავაზეს. ის კიდევ თამაშობს? გამიკვირდა. არ ვიცი, შესაძლოა, მის დამატებაზე მართლაც ვიფიქროთ“.
ფრანკ რიბერი 38 წლისაა. იყო დრო, „სეარას“ პრეზიდენტი რიბერის ცალი ბუცის დამატებაზეც იზრუნებდა, მაგრამ ფრანგის საუკეთესო პერიოდი დიდი ხნის წასულია.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
