როდესაც „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” მატჩის (2:1) შემდეგ ნეაპოლური საიტების შეფასებებს გადავხედეთ, თვალში გვეცა, რომ ზოგი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს მოკრძალებით აფასებდა, ზოგი კი აღტაცებული დარჩენილიყო. ქვემოთ რამდენიმე ციტატას გთავაზობთ: calciomercato – 6: გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ცდილობდა გუნდის თამაშს გაძღოლოდა. მუდამ იმ ზონებში შერბოდა სადაც ბურთი იყო. ხშირად საამისოდ მოედნის გადარბენაც უწევდა. ერთ ეპიზოდში გიჟური...
ჭდე: სალერნიტანა
იყო თუ არა ოფსაიდი ნაპოლის პირველი გოლის დროს?
სალერნოში, „სალერნიტანასა” და „ნაპოლის” შეხვედრაში, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 2:0 დამთავრდა, ანგარიში მე-13 წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გახსნა. მასპინძლებმა ეს გოლი გააპროტესტეს. იმის შესახებ, რომ გოლს რამდენიმე მოქმედებით თამაშგარე მდგომარეობა უსწრებდა არბიტრს დაუყოვნებლივ უთხრეს მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა; ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა მათმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ და ადგილობრივ მედიაში ამ ეპიზოდს მიეძღვნა სტატიები, რომელთაგან ერთ-ერთი გადმოვაქართულეთ კიდეც. აქვე...
დერბის შედეგი ორმა არჩასათვლელმა გოლმა გადაწყვიტა
„ნაპოლიმ” სალერნოში 2:0 მოიგო და 11 ტურის შემდეგ სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. ნეაპოლელთა მატჩების შემდეგ ჩვენ, როგორც წესი, გთავაზობთ ნეაპოლური ან მსხვილი იტალიური გაზეთებისა და საიტების მოსაზრებებს, ახლა კი გადავწყვიტეთ გაგაცნოთ სალერნოული პრესის, კერძოდ tuttosalernitana-ს წერილი თითქმის უცვლელად და თან ჩვენი კომენტარის გარეშე: „სტადიო არეკიზე”, სადაც თამაშობდა არნახულად ცუდ ფორმაში მყოფი მასპინძელთა გუნდი...
ინძაგი გარსიას წინააღმდეგ მესამედ
„ნაპოლი” გაცილებით წინ არის, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვცდით”, — თქვა სერია A-ს აუტსაიდერის, „სალერნიტანას” მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ. დღეს სალერნოში, „სტადიო არეკიზე” მასპინძელთათვის ქულების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ინძაგის ნეაპოლელთა თავკაც რუდი გარსიასთან თავისი ანგარიშიც აქვს. ინძაგი გარსიასთან არასდროს დამარცხებულა. იტალიელი და ფრანგი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს 2014-15 წლების სეზონში მოხდა, როდესაც პიპო „მილანს” ედგა სათავეში,...
ნაპოლის კულიბალი უნდა
„ნაპოლი” ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. გუნდის ახალ მწვრთნელს რუდი გარსიას ზამბო ანგისას დასახმარებლად ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე სჭირდება. კანდიდატთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანი მალელი ლასანა კულიბალი გახლავთ. კულიბალი 27 წლისაა. ის 2021 წლიდან „სალერნიტანაში” თამაშობს. „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, რომ ჯერჯერობით ნეაპოლელები ფეხბურთელს ან მის კლუბს არ დაკავშირებიან, მაგრამ მოთამაშის პროფაილი საინტერესოა. calcionapoli1926 წერს, რომ...
ბეტო მომავალი ოსიმენი?
სატრანსფერო სეზონზე „ნაპოლი” შემადგენლობის რევოლუციურ გარდაქმნას არ აპირებს, მაგრამ უკვე ბევრჯერ დაიწერა, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონისგან ამა თუ იმ წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდა გაგვიკვირდეს. გუნდის მშენებლობა თუ ბიზნესი? ამ საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული, თუმცა პრეზიდენტი რომ უპირველეს ყოვლისა ძლიერი შემადგენლობის შენარჩუნებას აპირებს, ესეც ცნობილია. ბოლო...
კაცი მილიონ დოლარად
„ნაპოლის” მწვრთნელობის ახალი კანდიდატი პაულო სოუზაა. როგორც ნეაპოლური საიტები წერენ, დიდი შანსია „პარტენოპეელებს” „სალერნიტანას” თავკაცი ჩაუდგეს სათავეში. ეს ინფორმაცია „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. როგორც ცნობილია, „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პირადად მუშაობს ლუჩანო სპალეტის შემცვლელის პოვნაზე. ის პირადად შეხვედრია 52 წლის პორტუგალიელს, რომლისთვისაც თავისი პირობები და მოთხვნები გაუცნია, ახლა კი პასუხს ელის....
თურმე რა მომხდარა სინამდვილეში
ყველა დიდ ზეიმს ელოდა. ამ დღეს, „ნაპოლი” მესამედ უნდა გამხდარიყო იტალიის ჩემპიონი, მაგრამ 38 წლის ნეაპოლელი მამაკაცისთვის ეს დღე კოშმარი გამოდგა — ის მკერდში დანით დაჭრეს. ეს ამბავი შეხვედრის დამთავრებისთანავე გიამბეთ, მაგრამ მაშინ დეტალები იტალიურ პრესასაც არ ჰქონდა დაზუსტებული და შესაბამისად ვერც ჩვენ მოვყევით. ვთქვით, რომ კონფლიქტი ქუჩაში გატარება-არ გატარების ნიადაგზე წარმოიშვა. თურმე, რანაირ გატარებასა...
ორბალიანი მიწისძვრა ნეაპოლში
დიახ, „ნაპოლიმ” „სალერნიტანას” ვერ მოუგო, მაგრამ ემოცია, რომელიც მატიას ოლივერას გოლის დროს „სტადიო მარადონასა” და მის შემოგარენში ამოიფრქვა, განსაკუთრებული გამოდგა. საგანგებო აპარატურამ კამპი ფლეგრეიში (ნეაპოლის მუნიციპალიტეტის დასავლეთი მხარე) რიხტერის სკალით 2 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრის ეფექტი დააფიქსირა. ეს ნეაპოლის უნივერსიტეტის ინჟინერიისა და არქიტექტურის სტრუქტურათა დეპარტამენტის გუნდმა განაცხადა. საამისოდ, დეპარტამენტმა ტეკიოს მოედანზე მდებარე კოშკში აქსელომეტრები დაამონტაჟა. ეს...
ზეიმი სალერნოში
ზეიმი სად მოეწყო და სალერნოში. კამპანიის ამ ქალაქში, „სტადიო არიკის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ათასმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. ისინი საყვარელი გუნდის, „სალერნიტანას” მიერ ნეაპოლში ნათამაშებ ფრეს შეხაროდნენ. ამ შედეგის წყალობით „ბროწეულისფერებმა” ქულა შეიმატეს და გასავარდნთა ზონას ახლა უკვე 7 ქულით აღემატებიან. აღსანიშნავია, რომ სალერნოელებს 19 თებერვლის შემდეგ არ წაუგიათ — ცხრა შეხვედრიდან ორი მოიგეს, შვიდი კი...









