ყველა დიდ ზეიმს ელოდა. ამ დღეს, „ნაპოლი” მესამედ უნდა გამხდარიყო იტალიის ჩემპიონი, მაგრამ 38 წლის ნეაპოლელი მამაკაცისთვის ეს დღე კოშმარი გამოდგა — ის მკერდში დანით დაჭრეს. ეს ამბავი შეხვედრის დამთავრებისთანავე გიამბეთ, მაგრამ მაშინ დეტალები იტალიურ პრესასაც არ ჰქონდა დაზუსტებული და შესაბამისად ვერც ჩვენ მოვყევით. ვთქვით, რომ კონფლიქტი ქუჩაში გატარება-არ გატარების ნიადაგზე წარმოიშვა. თურმე, რანაირ გატარებასა და არ გატარებაზე ყოფილა ლაპარაკი… დაზარალებულმა თავად უამბო „ილ მატინოს”.
ინციდენტი თამაშის მერე კი არა, თამაშამდე მომხდარა, ორის ნახევარზე, „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” შეხვედრის დაწყებამდე საათნახევრით ადრე. დაზარალებული მეგობრებთან ერთად, დროშებით ხელში, სტადიონის ახლომდებარე ქუჩაზე იდგა.
„ადამიანი, რომელმაც დამჭრა ხელიდან წასული კრიმინალია, — თქვა დაჭრილმა, — მას შეჯგუფებულ ხალხში მანქანით უნდოდა გავლა. დაჯახებას აპირებდა. შემდეგ, რაღაც მომენტში ის მანქანიდან გადმოხტა, ჩემს მეგობართან მივარდა და უთხრა: „Ti schiatt ‘a capa, გაეთრიე ჩემი გზიდან”. ამაზე მე ვუპასუხე: „მორჩი, რა. ზეიმია, მოდი ნუ ჩავაშხამებთ”. ეს რომ გაიგო, მომიტრიალდა და მიბიძგა. 20-30 წამში შევამჩნიე, რომ დაჭრილი ვარ. პანიკა დამეუფლა, რადგან ბლომად სისხლი წამომივიდა. მეგონა მოვკვდებოდი. ნეაპოლელი ვარ, მაგრამ ამჟამად ნეაპოლში არ ვცხოვრობ. ერთი ვაჟი მყავს, მეორეს კი ველოდები.
იმ კაცზე გაბრაზებული არ ვარ. უბრალოდ, დიდ იმედგაცრუებას ვგრძნობ. როდესაც ჩემს ქალაქზე ცუდს ამბობენ, კბილებით ვიცავ ხოლმე, აქ კი… პოლიციაში ვიჩივლებდი ვინმეს ინციდენტი ვიდეოზე რომ ჰქონოდა ჩაწერილი. კრიმინალი „ლანჩა Y”-ზე (იტალიური ავტომობილია) იჯდა და ყველას გადავლას აპირებდა”.
ეს ინციდენტი მოწმობს, რომ საყოველთაო აღტყინებამ ნეაპოლში ყველაზე კარგად არ იმოქმედა. ზოგი ზედმეტად აჰყვა ემოციებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
