ზეიმი სად მოეწყო და სალერნოში. კამპანიის ამ ქალაქში, „სტადიო არიკის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ათასმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. ისინი საყვარელი გუნდის, „სალერნიტანას” მიერ ნეაპოლში ნათამაშებ ფრეს შეხაროდნენ. ამ შედეგის წყალობით „ბროწეულისფერებმა” ქულა შეიმატეს და გასავარდნთა ზონას ახლა უკვე 7 ქულით აღემატებიან. აღსანიშნავია, რომ სალერნოელებს 19 თებერვლის შემდეგ არ წაუგიათ — ცხრა შეხვედრიდან ორი მოიგეს, შვიდი კი ფრედ დაასრულეს. გარდა ამისა, რასაკვირველია, ამ ფრეს სხვა დატვირთვაც ჰქონდა — მათ თავიანთი რეგიონის დედაქალაქის გუნდს საჩემპიონო ზეიმი ჩაუშალეს, რაც ორმაგად გაუხარდათ.
ტიფოზები სტადიონზე გუნდს დახვდნენ, რომელიც 54 კილომეტრით დაშორებული ნეაპოლიდან პირდაპირ სარბიელზე მივიდა და 25-ე სექტორის შესასვლელის თავზე არსებული ტერასიდან გადმოხედა მოზეიმეებს. ისმოდა შეძახილები, რომელთაგან ბევრი ნეაპოლელების გასაღიზიანებლად არის შეთხზული.
სენეგალელი თავდამსხმელი ბულაიე დია, რომელმაც „მარადონაზე” 84-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, ტერასიდან დაბლაც ჩავიდა და გულშემატკივართან მივიდა, რამაც დიდი ოვაცია გამოიწვია.
ვინც შეხვედრის ტრანსლაციას უყურა შეამჩნევდა, რომ ნეაპოლის სტადიონზე სტუმართათვის გამოყოფილი სექტორი ცარიელი იყო. მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ თამაშზე დასწრების უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ სალერნოელებს, რომლებიც კამპანიის გარეთ ცხოვრობენ და გულშემატკივრის ფან-ბარათი აქვთ.
სალერნოელმა ქომაგებმა ცხადია სოციალურ ქსელებშიც იაქტიურეს. ისინი ნეაპოლელთათვის ზეიმის ჩაშხამებით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავდნენ, მაგრამ პასუხმაც არ დააყოვნა. „ნაპოლის” ტიფოზებმა „სალერნიტანას” გულშემატკივარს განუმარტეს, რომ მათი საცოდავი კლუბის უმაღლესი მიღწევა რაიმეს მოგება კი არა, სხვისთვის ხელის შეშლაა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
