„ნაპოლიმ” „სალერნიტანასთან” 1:1 ითამაშა და მართალია მდევარ „ლაციოსთან” სხვაობა კიდევ ერთი ქულით გაზარდა, მაგრამ მიუწვდომელი ჯერ ვერ გახდა. იტალიურმა და არა მარტო იტალიურმა გამოცემებმა შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელები მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად შეაფასეს. გთავაზობთ მათ დაწერილ ქულებსა და კომენტარებს. ილ მატინო — 6 ის ცდილობდა და ცდილობდა. მართალია, ეს არ იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი,...
ჭდე: სალერნიტანა
ნეაპოლში კაცი დაჭრეს
ნეაპოლში ცუდი ამბავი მოხდა: „ნაპოლიმ” „სალერნიტანასთან” 1:1 ითამაშა, რის გამოც ქალაქი, რომელიც საჩემპიონო ზეიმისთვის ემზადებოდა პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. როგორც ჩანს, ემოციური ჩავარდნისთვის ყველა არ იყო მზად, რის შედეგადაც სტადიონის მიმდებარედ 38 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. სავარაუდოდ, კონფლიქტის მიზეზი გზის გადაკვეთა გახლდათ. დაჭრილი ნელა მიდიოდა, მაშინ როდესაც აგრესორს სწრაფად უნდოდა გავლა. დაზარალებული საავადმყოფოში მიიყვანეს. ჭრილობა სიცოცხლისთვის...
ნაპოლის თამაში გადაიდო
ოფიციალურად დადასტურდა: „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” შეხვედრა, რომელიც შაბათს, 29 აპრილს 17 საათზე უნდა გამართულიყო, კვირას, 30 აპრილს, 17 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილებას წინ დიდი მსჯელობა უძღოდა. ბჭობაში მონაწილეობდნენ სპორტულ ღონისძიებათა უსაფრთხოების ანალიზის კომიტეტი და შინაგან საქმეთა მინისტრი. მთავარი საკითხი უსაფრთხოება გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ამავე დღეს, 16 საათსა და 30 წუთზე „სან სიროზე” „ინტერი” „ლაციოს” უმასპინძლებს და...
ნაპოლი ყურის ძირში ეზიზღებათ
ორი წლის წინ, 10 მაისს, როდესაც „სალერნიტანა” სერია A-ში დაბრუნდა, ქალაქ სალერნოს ქუჩებში ანტი-ნეაპოლური დემონსტრაციები მოეწყო. ეს ერთი შეხედვით უცნაური იყო, რადგან კამპანიის პირველ და მეორე ქალაქს შორის თითქოსდა ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ დრომ ყველაფერი ყირაზე დააყენა: სალერნოელებს ნეაპოლელები შესძულდათ და ეს სიძულვილი თანდათანობით გაძლიერდა. ასეთი მეტამორფოზა ორივე გუნდის ერთ ლიგაში თამაშმა განაპირობა. საქმე...
ლუჩანო სპალეტი: ჩვენ სერიოზული ბიჭები გვყავს
„სალერნიტანასთან” სტუმრად 2:0 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან ინტერვიუში თქვა: „ასეთი შედეგის მიღწევას ერთდროულად სჭირდება ტექნიკა და ძლიერი მენტალიტეტი. ეს მატჩები ენთუზიაზმს და პასუხისმგებლობის დიდ გრძნობას მოითხოვს. ყველაფერი, რაც ახლა ვახსენე საჭირო რაოდენობით უნდა გქონდეს და მერე მოედანზე სწორი რიტმის სახით გაიტანო. პირველ ტაიმში მეტოქის საჯარიმოსთან ერთბაშად ბევრი ფეხბურთელი ქუჩდებოდა და ჩვენ შეტევის...
ტყუპისცალმა გაიტანა
„ნაპოლიმ” სალერნოში 2:0 მოიგო. ამ შეხვედრაში თანაგუნდელებს გრიპის გამო ვერ დაეხმარა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც „ლა გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა, რომ ქართველის შინ დატოვებას ავადმყოფობის გარდა კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა — სპალეტის ჯერჯერობით მაინც არ უნდა მისი ზედმეტად დატვირთვა, მითუფრო რომ ელიფ ელმასის სახით ფრიად მაღალი დონის ალტერნატივა ჰყავს. ამრიგად, მილანური გაზეთის ინფორმაციით მწვრთნელმა გადაწყვიტა...
წასულ-მოსული ხვიჩას წინააღმდეგ
ვერ გეტყვით რას იზამს „სალერნიტანა” შაბათს, შინ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან”, მაგრამ ბოლო ტურში „ატალანტასთან” 2:8 რომ წააგო, ყველამ იცის. მეორე მხრივ, ბევრს შეიძლება არ ჰქონდეს გაგონილი ის საინტერესო ამბავი, რომელიც სალერნოელთა მწვრთნელს დავიდე ნიკოლას ბერგამოში წაგების შემდეგ გადახდა: ის თანამდებობიდან მოხსნეს და… ორ დღეში დააბრუნეს. „სალერნიტანას” პრეზიდენტის დანილო ლერვოლინოს ეს საქციელი (მწვრთნელის გაშვება-დაბრუნება), მრავლისმნახველი იტალიური...
კრემონეზემ კინაღამ ერთი სიცოცხლე გაათავა
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” სტუმრად „სალერნიტანასთან” 2:2 ითამაშა. შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა. ანგარიში მე-3 წუთზე მასპინძელთა პოლონელმა თავდამსხმელმა კრჟიშტოფ პიატეკმა გახსნა, თუმცა ნიგერიელმა დავიდ ოკერეკემ მე-11 წუთზე გაქვითა. 38-ე წუთზე მალელმა ლასანა კულიბალიმ ლუკა ლოჩოშვილთან ორთაბრძოლა მოიგო, პოზიცია გაიუმჯობესა და კვლავ მასპინძლები დააწინაურა, 89- წუთზე კი მოედანზე საოცრად დრამატული სცენა გათამაშდა: „სალერნიტანას” კარში VAR-ის დახმარებით დაინიშნა...
რიბერი ისევ თამაშობს?
ფრანკ რიბერი, შესაძლოა, ბრაზილიის გუნდში გადავიდეს. „სეარა“ – არცთუ დიდი კლუბია, თუმცა უმაღლესშია და წინა სეზონში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ყოფილი ვარსკვლავი ამჟამად იტალიური სერია A-ს აუტსაიდერ „სალერნიტანაშია“, ეს კლუბი კი გაკოტრების პირას იყო და ლიგიდან მოკვეთა ემუქრებოდა. ბოლო დროს წარმოადგინეს საჭირო ფინანსები… რიბერის შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაცია „სეარას“ პრეზიდენტმა რობინსონ დე...
სალერნიტანას გასაჭირი
31 დეკემბრამდე „სალერნიტანას“ თუ მყიდველი არ გამოუჩნდა, კლუბი შეიძლება იტალიის სერია A-დან მოკვეთონ და დიდი ჯარიმებიც დაადონ. საქმე ის არის, რომ „სალერნიტანას“ ფაქტობრივი მფლობელი „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტოა. კლუბი მის ჰოლდინგს ეკუთვნის. სერია A-ს წესებით კი ერთ ადამიანს ორი კლუბის ფლობა არ შეუძლია. ისე, საინტერესოა, აქამდე რატომ მიიყვანეს საქმე?.. 17 ტურის შემდეგ, „სალერნიტანა“ სერია A-ს...









