ვერ გეტყვით რას იზამს „სალერნიტანა” შაბათს, შინ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან”, მაგრამ ბოლო ტურში „ატალანტასთან” 2:8 რომ წააგო, ყველამ იცის. მეორე მხრივ, ბევრს შეიძლება არ ჰქონდეს გაგონილი ის საინტერესო ამბავი, რომელიც სალერნოელთა მწვრთნელს დავიდე ნიკოლას ბერგამოში წაგების შემდეგ გადახდა: ის თანამდებობიდან მოხსნეს და… ორ დღეში დააბრუნეს.
„სალერნიტანას” პრეზიდენტის დანილო ლერვოლინოს ეს საქციელი (მწვრთნელის გაშვება-დაბრუნება), მრავლისმნახველი იტალიური ფეხბურთისთვისაც სენსაციური გამოდგა, მითუფრო, რომ ნიკოლას გაშვების შემდეგ პრეზიდენტი ახალ მწვრთნელთან ლეონარდო სემპლიჩისთან უკვე გარიგებული იყო.
„გეტყვით რაც მოხდა, — უთხრა გაოცებისგან პირდაღებულ გულშემატკივარს მოხსნილ-დაბრუნებულმა ნიკოლამ, — გუშინ პრეზიდენტმა ლერვოლინომ დამირეკა, მე კი მთელი დამაჯერებლობა მოვიკრიბე და გადაწყვეტილების გადახედვა ვთხოვე. ვიცოდი, რომ ვეხებოდი მგრძნობიარე ადამიანის სულს, რომელიც უნდა დამერწმუნებინა, რომ განსხვავებული ფეხბურთის დამკვიდრება მსურს. მე მიყვარს სალერნო და ჩვენი პროექტის ბრმად მწამს”,
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
