ვერ გეტყვით რას იზამს „სალერნიტანა” შაბათს, შინ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან”, მაგრამ ბოლო ტურში „ატალანტასთან” 2:8 რომ წააგო, ყველამ იცის. მეორე მხრივ, ბევრს შეიძლება არ ჰქონდეს გაგონილი ის საინტერესო ამბავი, რომელიც სალერნოელთა მწვრთნელს დავიდე ნიკოლას ბერგამოში წაგების შემდეგ გადახდა: ის თანამდებობიდან მოხსნეს და… ორ დღეში დააბრუნეს. „სალერნიტანას” პრეზიდენტის დანილო ლერვოლინოს ეს საქციელი (მწვრთნელის გაშვება-დაბრუნება), მრავლისმნახველი იტალიური...
