„ნაპოლის” მწვრთნელობის ახალი კანდიდატი პაულო სოუზაა. როგორც ნეაპოლური საიტები წერენ, დიდი შანსია „პარტენოპეელებს” „სალერნიტანას” თავკაცი ჩაუდგეს სათავეში. ეს ინფორმაცია „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.
როგორც ცნობილია, „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პირადად მუშაობს ლუჩანო სპალეტის შემცვლელის პოვნაზე. ის პირადად შეხვედრია 52 წლის პორტუგალიელს, რომლისთვისაც თავისი პირობები და მოთხვნები გაუცნია, ახლა კი პასუხს ელის.
იმ შემთხვევაში, თუ სოუზა ნეაპოლში გადასვლაზე დათანხმდება, დე ლაურენტისს სალერნოელებისთვის საკომპენსაციო თანხის, მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამბობენ, რომ ამ საქმეს მოევლება, რადგან „ნაპოლის” მეპატრონე „სალერნიტანას” აღმასრულებელ დირექტორთან დანილო ლერვოლინოსთან (იტალიაში პირველი ონლაინ უნივერსიტეტის UniPegaso-ს დამფუძნებელი) შესანიშნავ ურთიერთობაშია.
„დორტმუნდში”, „ინტერში”, „პარმაში”, „პანათინაიკოსში” და „ესპანიოლში”. მან პორტუგალიის ნაკრებში 51 შეხვედრა ჩაატარა. სოუზა ფეხბურთელობის წლებში თამაშობდა „ბენფიკაში”, „სპორტინგში”, „იუვენტუსში”.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ სოუზამ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. მუშაობდა პორტუგალიის 16 წლამდელთა ნაკრებში, „ქუინზ პარკ რეინჯერსში”, „სუონსი სიტიში”, „ლესტერ სიტიში”, „ვიდეოტონში”, თელავივის „მაკაბიში”, „ბაზელში”, „ფიორენტინაში”, ჩინეთის „ტანჯინ ტიანჰაიში”, „ბორდოში”, „პოლონეთის ნაკრებში, რიო დე ჟანეიროს „ფლამენგოში” და „სალერნიტანაში”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი18/07/2026 | 10:23დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
სიახლეები18/07/2026 | 08:41დეშამი: ეს ამხანაგური მატჩი არ გეგონოთ
მთავარი ამბავი18/07/2026 | 07:15თეთრმა სახლმა მხარი არგენტინელებს დაუჭირა
მთავარი ამბავი17/07/2026 | 09:22ლინეკერი: ეს ტუხელი გერმანელების მოგზავნილი ხომ არ იყო?
