მორატას ტრანსფერის კარუსელი

Home სიახლეები მორატას ტრანსფერის კარუსელი
მორატას ტრანსფერის კარუსელი

„ბარსელონა” ალვარო მორატას ყიდვაზე ხელის აღებას არ აპირებს, თავად თავდამსხმელმა კი კარგად იცის, რომ თუ მოთმინებას გამოიჩენს, „კამპ ნოუზე” შეიძლება იანვარშივე გადავიდეს.

მეორე მხრივ, „იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ კატეგორიულად მოჭრა, ესპანელი ტურინიდან ამ თვეში არსად წავაო. საქმე ის არის, რომ „ბებერი ქალბატონი” „პარი სენ ჟერმენისგან” მაურო იკარდის გამოსყიდვას აპირებს და უნდა, სანამ მორატას შეელევა ჯერ ეს საქმე მოითავოს. ტურინისა და პარიზის კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით მხარეებს არაფერი გადაუწყვეტიათ.

„ბარსელონაში” რაც შეიძლება მალე გადასვლა კი თავად მორატას სურვილია. შეგახსენებთ, რომ მორატა მადრიდის „ატლეტიკოს” საკუთრებაა.

„იუვე” არ აპირებს გამოიყენოს მორატასთან კონტრაქტის ის პუნქტი, რომლის თანახმადაც მას ფორვარდის „ატლეტიკოსგან” გამოსყიდვა შეუძლია. როგორც მოგახსენეთ, ტურინულ კლუბს ახლა ყველაზე მეტად მისი შემცვლელის დროულად დაბევება სურს.

შესაბამისად, იკვეთება ასეთი სურათი: რაც უფრო მალე იყიდის „ბებერი ქალბატონი” პსჟ-გან იკარდის, მით მალე დაუთმობს მორატას „ბარსელონას”.

„ბარსას” ფეხბურთელთან წელიწადნახევრიანი იჯარის გაფორმება უნდა, „ატლეტიკოს” კი მისი გაყიდვა უჯობს.

ესპანური პრესა წერს, რომ ამ ეტაპზე უმთავრესი დროის ფაქტორია.