აზაროვი ტრაბზონსპორში… თურქეთის ჩემპიონობაც ახლოსაა

Home კატეგორიის გარეშე აზაროვი ტრაბზონსპორში… თურქეთის ჩემპიონობაც ახლოსაა
აზაროვი ტრაბზონსპორში… თურქეთის ჩემპიონობაც ახლოსაა

ირაკლი აზაროვი თურქეთის ჩემპიონატის ლიდერ „ტრაბზონსპორში“ ითამაშებს. 19 წლის მარცხენა მცველის საკითხი წესით მალე უნდა გაოფიციალურდეს… ის თურქეთშია ჩასული.

აზაროვი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, თუმცა შარშან ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. აზაროვმა ყველა ასაკობრივი ნაკრები მოიარა და ვილი სანიოლმა მთავარ ნაკრებშიც დააწინაურა. არც შემცდარა.

ბათუმელები ტრანსფერში დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს მიიღებენ.

„ტრაბზონსპორი“ 7-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს თურქულ სუპერლიგას. ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები: დანიელი კორნელიუსი, სლოვაკი ჰამშიკი, კოტდივუარელი ჟერვინიო…

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.