თომას ტუხელმა „ლივერპულთან“ რომელუ ლუკაკუ არ ათამაშა. მიზეზი: პრესაში ატეხილი ხმაური, რომ „ჩელსიში“ ფეხი ვერ მოიკიდა, კლუბში ვერ უგებენ და ასე შემდეგ. მერე კი ხმაური „სტემფორდ ბრიჯზე“ ატყდა — მატეო კოვაჩიჩმა და კრისტიან პულიშიჩმა 0:2 ჩამორჩენა პირველსავე ტაიმში აღმოფხვრეს.
თამაში დრამატული იყო, პრემიერლიგისთვის დამახასიათებელი არითმიით. მაყურებელმა იხილა განიავებული საუცხოო მომენტები და გოლები, ჩამორჩენა და დაწევა, საბოლოოდ კი შეხვედრა 2:2 დასრულდა ანუ „მანჩესტერ სიტის“ კონკურენტებმა ერთმანეთს ქულები დააკარგვინეს და პეპ გვარდიოლას გუნდს 10 და 11 ქულით ჩამორჩნენ.
Covid 19-ით დაავადებული მწვრთნელის იურგენ კლოპის და სამი ფეხბურთელის არყოფნაში სადიო მანემ და მო სალაჰმა თავიდან „ლივერპული“ დააწინაურეს. შემჩნეულია, რომ ყოველთვის, როდესაც მერსისაიდელები დედაქალაქში ჩადიან, თამაში სწრაფი და უხვგოლიანი გამოდის. ასე იყო „ბრენტფორდთან“ (3:3), „ვესტ ჰემთან“ (2:3) და „ტოტენჰემთან“ (2:2). იგივე განმეორდა „ჩელსისთანაც“, მაგრამ კლოპის გუნდმა ოთხივე შემთხვევაში ვერ მოიგო.
ახლა „ლივერპულს“ „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსიზე“ ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ნათამაშევი, მაგრამ მანე და სალაჰი აფრიკის ერთა თასზე მიდიან ანუ ლიდერების გარეშე მოუწევს შეტევა.
შემდეგი მატჩი „მანჩესტერ სიტის“ 15 იანვარს „ჩელსისთან“ შინ აქვს, ხოლო „ლივერპული“ თექვსმეტში ბრენტფორდს მასპინძლობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
