ხორვატიის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა ჟურნალისტებს უამბო, რატომ გამოდის ხორვატიის ნაკრები წარმატებით საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ეს დიდწილად პატარა ქვეყნის მაცხოვრებლების ბუნებითაა განპირობებული. „საკმაოდ ნიჭიერები ვართ სპორტში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ოთხ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ხორვატია არის ქვეყანა, რომელსაც უყვარს სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი. ხედავთ, როგორ დაგვხვდა ხალხი 2018...
ჭდე: მატეო კოვაჩიჩი
ჩელსის და ლივერპულის ფრე გვარდიოლას გასახარად
თომას ტუხელმა „ლივერპულთან“ რომელუ ლუკაკუ არ ათამაშა. მიზეზი: პრესაში ატეხილი ხმაური, რომ „ჩელსიში“ ფეხი ვერ მოიკიდა, კლუბში ვერ უგებენ და ასე შემდეგ. მერე კი ხმაური „სტემფორდ ბრიჯზე“ ატყდა — მატეო კოვაჩიჩმა და კრისტიან პულიშიჩმა 0:2 ჩამორჩენა პირველსავე ტაიმში აღმოფხვრეს. თამაში დრამატული იყო, პრემიერლიგისთვის დამახასიათებელი არითმიით. მაყურებელმა იხილა განიავებული საუცხოო მომენტები და გოლები, ჩამორჩენა და დაწევა,...
კოვაჩიჩი ლონდონში გადავიდა
დღეს მატეო კოვაჩიჩს „ჩელსის” ექიმები შეამოწმებენ და „რეალიდან” იჯარით მისი „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლაც ოფიციალურად დადასტურდება. „ჩელსის” „მანჩესტერ იუნაიტედი” უწევდა კონკურენციას, მაგრამ დასავლეთ ლონდონელებმა აჯობეს. ჯერჯერობით ისე გადაწყდა, რომ ხორვატი ნახევარმცველი პრემიერლიგაში ერთ წელიწადს დაჰყოფს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის მადრიდიდან ლონდონში გადაბარგება ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას საპირისპირო მიმართულებით მგზავრობას დაემთხვა — მონდიალის საუკეთესო გოლკიპერი 38 მილიონ გირვანქად „ჩელსისგან”...
კოვაჩიჩი გაიფიცა
ხორვატმა მატეო კოვაჩიჩმა გადაწყვიტა „რეალთან” ურთიერთობა გაწყვიტოს და გაფიცვა გამოაცხადა: სანამ ჩემი ტრანსფერის საკითხს არ გაარკვევთ, ვარჯიშზე არ მოვალო. დრო გადის, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი მადრიდელებისგან პასუხს ელის, მაგრამ მისთვის სახეირო რომ არაფერი გამოჩნდა, გადაწყვიტა რადიკალური ზომებისთვის მიემართა. რამდენ ხანს შეძლებს ასე ყოფნას და რამდენად მომგებიანი იქნება ეს მისთვის უცნობია, მაგრამ ამ ეტაპზე 24 წლის ნახევარმცველი...
მანჩესტერში გადასვლას რეალში ჯდომა უჯობს
ამბობენ, თითქოს მატეო კოვაჩიჩს უთქვამს, „მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემი ფეხი არ იქნება, ჟოზე მოურინიუსთან ვერ გავჩერდებიო. არადა ფაქტია, რომ 24 წლის ხორვატი ნახევარმცველი „რეალიდან” წასვლაზე ფიქრობს, რადგან მადრიდში იშვიათად ათამაშებენ, მას კი პრაქტიკა და რეგულარულად თამაში სჭირდება. „იუნაიტედმა” „თეთრებს” კოვაჩიჩის სანაცვლოდ 53 მილიონი გირვანქა შესთავაზა. ასახელებენ კოვაჩიჩის უარის მეორე მიზეზს: თითქოს ხორვატს მანჩესტერული გუნდი მოურინიუსთან პიროვნული...
კოვაჩიჩს მადრიდიდან წასვლა უნდა
მატეო კოვაჩიჩი „რეალში” 2015 წელს გადავიდა და სწორედ იმ პერიოდში მოუხდა თამაში, როდესაც მადრიდელები ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ იგებდნენ. ამის მიუხედავად ხორვატი ამბობს, რომ მას „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა უნდა, რადგან სურს უფრო ხშირად იყოს მოედანზე. 24 წლის ნახევარმცველი ამჟამად ნაკრებთან ერთად რუსეთშია, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს და თან სამომავლო ვარიანტებზე ფიქრობს. „მინდა „რეალის” შემადგენლობაში ხშირად ვხვდებოდე. მიყვარს...
ზიდანი მოურინიზმით დაავადდა
ზინედინ ზიდანი “რეალში” შთამბეჭდავად მუშაობს, მაგრამ მისი კოზირი ადამიანური რესურსების მენეჯმენტია და არა ტაქტიკოსობა — წერს ესპანური “მარკას” მიმომხილველი რობერტო პალომარი. მისი აზრით, “რეალს” დიდი ტაქტიკოსი არც სჭირდება. მას ზიდანი სჭირდება, ოღონდ მაშინ, როდესაც იმას აკეთებს, რაც ეხერხება. საკმარისია, ფრანგმა გადაუხვიოს გზას, რომელშიც ბუნებრივად ძლიერია, რომ გუნდს საშინელება მოსდის — ისეთი, როგორიც “ელ კლასიკოში” მოუვიდა,...






