„კორიერე დელო სპორტის” კორესპონდენტი ფაბიო მანდარინი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ემპოლისთანაც” ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩას წინა ტურში „ატალანტასთანაც” არ უთამაშია.
ბერგამოში 2:1 გამარჯვების შემდეგ „აძური” საწვრთნელ მოედანს დაუბრუნდა და 8 ნოემბრის შეხვედრისთვის დაიწყო მზადება. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შაბათის შეხვედრა ზურგის ტკივილის გამო გამოტოვა. იტალიური პრესა წერს, რომ კვარაცხელიას ზურგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ლივერპულის” მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ატკინა. ბოლო რამდენიმე დღეა „ნაპოლი” კვარას არ ტვირთავს, მხოლოდ თერაპიას უტარებს.
ბოლო ცნობების თანახმად „ემპოლისთან” შეხვედრაში კვარაცხელიას მაგივრად ჯაკომო რასპადორი ითამაშებს. რასაკვირველია, გამორიცხული არ არის, რომ სპალეტიმ რაიმე მიზეზის გამო ბოლო წამს შეცვალოს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მაინც ნაკლებ სავარაუდოა.
ჯერ არავინ იცის ითამაშებს თუ არა კვარა 12 ნოემბერს „უდინეზესთან”.
12 ნოემბრის მერე „პარტენოპეი” 4 იანვრამდე ისვენებს. 4 იანვარს სპალეტის გუნდს „ინტერი” უმასპინძლებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
