საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისლანდიაში ჩასვლამდე გზაში გვარიანად შეფერხდა. საქართველოს დელეგაციის წევრებისთვის მიუნხენიდან თბილისისკენ გამოფრენილი ავიაკომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავი, ტექნიკური პრობლემების გამო, უკანვე დაბრუნდა.
… სწორედ ამის გამო დანიშნულების ადგილზე, ქალაქ რეიკიავიკში, ჩვენები ერთი დღით გვიან ჩავლენ.
საქართველოს ნაკრებმა მიუნხენი-რეიკიავიკის რეისს ვეღარ ჩაუსწრეს და ღამე გერმანიაში გაათენეს. ნაკრები დღეს დილით გაფრინდა.
საქართველოდან რეიკიავიკში გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური და მწვრთნელი, ანატოლი ბოისა წავიდნენ.
რეიკიავიკში მათ გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი, კალათბურთელები – გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია დახვდებიან. გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია კი ნაკრებს მატჩის წინა დღეს, 10 ნეომბერს შეუერთდება.
ისლანდიაში ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანი მატჩი აქვს – ფაქტობრივად, გადამწყვეტი მნიშვნელობის. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ისლანდიელები ჩვენი უმთავრესი კონკურენტები არიან.
სადღეისოდ, მეტოქე ერთი მოგებით გვისწრებს. ახლა მარცხი, ფაქტობრივად, უიმედოდ გვტოვებს. ასე რომ… ისლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი, 11 ნოემბერს, 23:30 წუთზე დაიწყება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
