ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. რუანში ჩელენჯერის სერიის ტურნირია და ბასილაშვილს შედარებით სუსტი მეტოქეები ჰყავს. ამიტომ ჩვენებურის ასეთი კრგი თამაში გასაკვირი არ არის. მეორე წრეში ბასილაშვილმა ფრანგი მატიას ბურჟეს ორ სეტში უპრობლემოდ დაამარცხა – 6:4, 6:2. პირველ სეტში ნიკამ მეხუთე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვა და ეს სეტის მოსაგებად საკმარისი გამოდგა. მეორეში კი 4:0 დაწინაურდა...
წელი: 2022
ელმასი: გვინდა ისტორია დავწეროთ
„ნაპოლის” ჩრდილო მაკედონიელმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა Radio Kiss Kiss Napoli-ს ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. …რაც აქამდე გავაკეთეთ, შესანიშნავი იყო. ჩვენ მშვენიერ ფეხბურთს ვთამაშობთ. იმედი მაქვს, ბოლომდე ასე გავაგრძელებთ… … კიმთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ის თურქეთში თამაშობდა. კორეელი ძალიან კარგი ბიჭი და ძლიერი ფეხბურთელია… …„ემპოლისთან” შეხვედრაში სირთულეების მიუხედავად სიმშვიდე შევინარჩუნეთ. არადა, კარგა...
ხვიჩა — ჩემპიონთა ლიგის მეხუთე დრიბლიორი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია, მერვედფინალის მონაწილენი — დაწყვილებული. „ნაპოლის” მეტოქე იქნება გერმანული „აინტრახტი”. შეჯიბრების განვლილი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი უპირობოდ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაა. ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნდა ჯგუფური ეტაპის სხვადასხვა მონაცემი, რომელთა შორის მოყვანილია დრიბლინგების რაოდენობა. როგორც გაირკვა „ნაპოლის” 77-ე ნომერს 29 დრიბლინგი შეუსრულებია და ამ მონაცემის მიხედვით მეხუთე პოზიციას...
AS: მამარდა ლა ლიგის სამ საუკეთესოს შორისაა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ბეტისს” შინ 3:0 მოუგო და ახლა 31 დეკემბრამდე ისვენებს. ოცდათერთმეტში, საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზე „ღამურები” „ვილიარეალს” სტუმრობენ. AS ყოველი მატჩის შემდეგ მოკლედ აფასებს ფეხბურთელებს. მადრიდულმა გაზეთმა ქართველი მეკარის შესახებ დაწერა: „მას ბევრი სამუშაო არ ჰქონია, თუმცა ძლევამოსილი ხელი გაშალა და პირველ ტაიმში „ბეტისს” დაწინაურების საშუალება არ მისცა. ქართველი განაგრძობს...
რაფას ფავორიტები
დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფავორიტების ვინაობა დაასახელა. „ძნელი საკითხია. რთულია რაიმეს პროგნოზირება. ფავორიტები ალბათ, როგორც ყოველთვის, ბრაზილია, არგენტინა, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი იქნებიან. თუმცა ყოველთვის არის შანსი, რომ ვიღაც სიურპრიზს შემოგვთავაზებს“, – თქვა რაფამ, ვინც ინგლისი და ნიდერლანდები არც კი ახსენა და ამით ბევრი...
ფლიკმა გერმანია დარაზმა
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მსოფლიოს ჩემოპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა მეკარეები ნოიერი (ბაიერნი), ტერ შტეგენი (ბარსელონა), ტრაპი (აინტრახტი) მცველები კერერი (ვესტ ჰემი), რაუმი (ლაიპციგი), რუდიგერი (რეალი), ზულე (დორტმუნდი), გინტერი (ფრაიბურგი), შლოტერბეკი (დორტმუნდი), კლოსტერმანი (ლაიპციგი), გიუნტერი (ფრაიბურგი), ბელა-კოტჩაპი (საუთჰემპტონი) ნახევარმცველები კიმიხი (ბაიერნი), გორეცკა (ბაიერნი), გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), მუსიალა (ბაიერნი), გნაბრი (ბაიერნი), სანე (ბაიერნი), ჰოფმანი (გლადბახი), გიოტცე...
ბარსელონას მომავალი პრეზიდენტი
„ტვიჩი” პირდაპირი ტრანსლაციების სერვისია, ხოლო იბაი ლიანოსის „ტვიჩი” ინტერნეტ ვარსკვლავ იბაი ლიანოს ეკუთვნის და მას 11,1 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევით, რომ „ბარსელონას” ლეგენდამ ჟერარდ პიკემ პამპლონაში ფეხბურთიდან (წითელი ბარათით) წასვლის მეორე დღეს სწორედ იბაის გასცა კითხვებზე პასუხები, რომელთა შემოკლებულ ვარიანტს ქვემოთ მოვიყვანთ. „ბარსელონას” პრეზიდენტობა: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მე „ბარსას” პრეზიდენტობა მომინდება, თუმცა...
სანიოლის 22 შარჯაში…
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მაროკოსთან, ქალაქ შარჯაში, 17 ნოემბერს გამართავს. ჩვენების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად 22 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის ორ დებიუტანტს – გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“) და საბა საზონოვი („დინამო“ მოსკოვი). 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი თბილისში შეიკრიბება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. მეკარეები გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი...
ორი და ცოტა
10 ნოემბრის დილას ის იშვიათი შემთხვევა მოხდა, რასაც ხშირად ველით – NBA-ს პარკეტზე ორმა ქართველმა ითამაშა. თუმცა, გოგა ბითაძესაც და სანდრო მამუკელაშვილსაც მცირე დრო დაეთმოთ. ბითაძის „ინდიანა“ შინ „დენვერს“ დაუხვდა და 119:122 დამარცხდა. გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 6.38 წუთი გაატარა. მან მხოლოდ 2 ქულა და თითო მოხსნა-პასი ჩაიწერა აქტივში. პასივში კი,...
დღეს მამარდა ბეტისს ხვდება
დღეს „ვალენსია” ბეტისს მასპინძლობს. „ღამურები” კვლავ ურუგვაელი ედინსონ კავანის გარეშე იქნებიან, მაგრამ ჯენარო გატუზოს ქვეშევრდომებმა ასეთი დანაკლისითაც უნდა სცადონ გამარჯვება — მათ ბოლო ხუთ ტურში, 15 შესაძლებლიდან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რაც შეეხება ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს, ის უალტერნატივოა და რასაკვირველია ძირითად შემადგენლობაში იქნება. რაც შეეხება „ბეტისს”, მან ბოლო ტურში, შინ,...









