საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მესამე მატჩში, თბილისის სპორტის სასახლეში, ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა.
ჯგუფის აუტსაიდერთან შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბოლოს მოახერხეს მოწინააღმდეგის გატეხვა და საბოლოოდ 6:4 მოიგეს. ავთანდილ ასათიანის გუნდიდან 4 გოლი ბრუნო პეტრიმ გაიტანა, ორი კი თალესმა ( ერთი პენალტით).
ამრიგად სამი ტურის შემდეგ, სამი მოგებით საქართველოს ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე ჩვენმა ნაკრებმა ორი მატჩი მოიგო – თბილისში 4:2 დაამარცხა ბელგია და სტუმრად 6:2 სძლია ავსტრიას.
ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სტუმრად, ბელგიაში, 2023 წლის 7 მარტს გამართავს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
