წელი: 2022

Home 2022
გოგა დააბრუნეს, მამუ სკამზეა
ჩანაწერი

გოგა დააბრუნეს, მამუ სკამზეა

ხანგრძლივი უქმობის შემდეგ „ინდიანა პეისერსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მოედანზე 15 წუთით შეუშვეს და ჩვენებურმა ეს დრო კარგად გამოიყენა. მართალია, გოგას ფანტასტიკური სტატისტიკა არ ჰქონია, მაგრამ რაც დაუთმეს, იმ დროში ბევრ კომპონენტში გუნდს სარგებელი მოუტანა. ინდიანელები შინ „მინესოტას“ დაუხვდნენ და 101:115 დამარცხდნენ. გოგამ 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მოინაგრა....

დე ბრუინი: ჯილდოს არ ვიმსახურებდი
ჩანაწერი

დე ბრუინი: ჯილდოს არ ვიმსახურებდი

კევინ დე ბრუინს აშკარად შერცხვა, როდესაც ბელგიისა და კანადის შეხვედრის შემდეგ მას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. ბელგიამ კანადელებს მიჩი ბატშუაის გოლით 1:0 მოუგო, მაგრამ ევროპულ გუნდს ეს გამარჯვება დიდად არ დაუმსახურებია. სათამაშო უპირატესობას მეტწილად ჩრდილო ამერიკელები ფლობდნენ. შეხვედრის განმავლობაში დე ბრუინი ბურთს 48-ჯერ შეეხო, აქედან ოთხჯერ საჯარიმოში ჩაკიდა და ოთხჯერ თანაგუნდელებს ბოლო პასი გადააწოდა....

იუნაიტედს დევიდ ბექემი ყიდულობს?
ჩანაწერი

იუნაიტედს დევიდ ბექემი ყიდულობს?

„სანის” ინფორმაციით დევიდ ბექემმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ყიდვა გადაწყვიტა და მოლაპარაკებებიც დაიწყო. ამას დაემთხვა, რომ სამშაბათს გლეიზერების ოჯახმა კლუბის გაყიდვის სურვილი გამოთქვა. ცნობილია, რომ „იუნაიტედის” შეძენა ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანს სერ ჯიმ რეტკლიფს სურს. „ფაინენშალ ტაიმსი” წერს, რომ ბექემი მხოლოდ აისბერგის წვერია, რომლის ქვემოთაც რეტკლიფი იმალება იმალებიან. ეს ჰგავს სიმართლეს, ვინაიდან „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი...

ღმერთო ჩემო
ჩანაწერი

ღმერთო ჩემო

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში საუდის არაბეთთან მარცხის შემდეგ (1:2), „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, არგენტინის ნაკრები გააკრიტიკა. „ღმერთო ჩემო, შეხედეთ დი მარიას. ხან ერთ პოზიციაზე იყო, ხან მეორეზე. აშკარად აცდენილი გახლდათ ყველაფერს. ვერც გადაწყვეტილებებს იღებდა. და მესი? არა, ისინი ამ მატჩში გუნდს არ გავდნენ. მათ ბრძოლის ჟინიც არ ჰქონდათ. ეს...

უნიკალური მოდრიჩი
ჩანაწერი

უნიკალური მოდრიჩი

ხორვატიის ნაკრების კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი, ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც სამი განსხვავებული ათწლეულის განმავლობაში უთამაშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ამ მიღწევის ავტორი ის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისას გახდა, რომელშიც ხორვატები მაროკოს უგოლოდ დაშორდნენ. 37 წლის მოდრიჩმა ოთხ მონდიალზე (2006, 2014, 2018 და 2022), და ამდენივე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა (2008, 2012, 2016, 2020)....

ზეიმია, გრიალია
ჩანაწერი

ზეიმია, გრიალია

ყატარში მიმდინარე მონდიალზე საუდის არაბეთმა ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩი არგენტინა 2:1 დაამარცხა – ქვეყანაში ზეიმია. პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა კი გამოაცხადა, რომ 23 ნოემბერს ქვეყანაში არავინ იმუშავებს, ხოლო უმაღლეს სასწავლებსა და სკოლებში სწავლება არ იქნება. საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი კი, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მეფურ საჩუქარს გაუკეთებს – თითოეული მათგანი პრემიის სახით...

ვერტონგენს დასჯის ეშინია და ჩუმდება
ჩანაწერი

ვერტონგენს დასჯის ეშინია და ჩუმდება

35 წლის ბელგიელი ცენტრალური მცველი, „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ბენფიკას” ყოფილი ფეხბურთელი, დღეს „ანდერლეხტის” წევრი იან ვერტონგენი ამბობს, რომ ყატარის წინააღმდეგ ლაპარაკის ეშინია, რადგან თუ ასე მოიქცევა მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნიან. ბელგია შეჯიბრებაში დღეს ერთვება, დღის ბოლო შეხვედრაში კანადას მასპინძლობს და ისევე როგორც ინგლისის კაპიტანს ირანთან შეხვედრაში, არც ბელგიელთა კაპიტანს ეკეთება სამკლავური წარწერით OneLove, რაც ლგბტქ+ თემის...

უღრიალა: თქვენ ვერ მოგვიგებთ!
ჩანაწერი

უღრიალა: თქვენ ვერ მოგვიგებთ!

საუდის არაბეთის ნაკრების მცველი ალი ალ-ბულაიში არ მალავს, რომ მისი გუნდის მეორე გოლის შემდეგ ლეო მესისთან მიიჭრა და უღრიალა. დიდი სენსაცია მოხდა, მთელი მსოფლიოს მიერ აუტსაიდერებად მიჩნეულმა საუდელებმა ფავორიტ არგენტინელებს 2:1 მოუგეს. შეგახსენებთ: ანგარიში არგენტინელებმა მესის პენალტით გახსნეს, რასაც შესვენების შემდეგ არაბებმა ხუთ წუთში ორი გოლით უპასუხეს. და როგორც კი საუდის არაბეთი დაწინაურდა, ალ-ბულაიში საზეიმოდ...

საუდის არაბეთი ჩემპიონია?
ჩანაწერი

საუდის არაბეთი ჩემპიონია?

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი სენსაცია მოხდა – საუდის არაბეთის ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული არგენტინის ეროვნული გუნდი დაამარცხა 2:1… საინტერესოა, რომ ბოლო სამი ნაკრები, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე არგენტინისთვის მოეგოთ, ან ჩემპიონები ხდებოდნენ, ან ტურნირის ფინალში გადიოდნენ. ასეთები იყვნენ: გერმანია (2014 წელს) და საფრანგეთი (2018). ხორვატია კი წინა მონდიალის ფინალში გავიდა. რამდენად გავრცელდება...

ყატარში ოთხ თამაშს საათზე მეტი დაემატა
ჩანაწერი

ყატარში ოთხ თამაშს საათზე მეტი დაემატა

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ოთხ შეხვედრას მეოთხე მსაჯებმა ჯამში 61 წუთი დაამატეს. დაწვრილებით ასე იყო: 5+5 ყატარისა და ეკვადორის პირველ შეხვედრაში; 14+13 ინგლისის და ირანის მატჩში; 2+9 სენეგალისა და ნიდერლანდების თამაშში; 4+9 კი აშშ-სა და უელსის დაპირისპირებაში. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სხვა სპორტია, რომელიც განსხვავდება იმისგან რასაც სერია A-ში ვუყურებთ. ჩვენს სტადიონებზე მეოთხე მსაჯები 5-6...