მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ოთხ შეხვედრას მეოთხე მსაჯებმა ჯამში 61 წუთი დაამატეს. დაწვრილებით ასე იყო: 5+5 ყატარისა და ეკვადორის პირველ შეხვედრაში; 14+13 ინგლისის და ირანის მატჩში; 2+9 სენეგალისა და ნიდერლანდების თამაშში; 4+9 კი აშშ-სა და უელსის დაპირისპირებაში. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სხვა სპორტია, რომელიც განსხვავდება იმისგან რასაც სერია A-ში ვუყურებთ. ჩვენს სტადიონებზე მეოთხე მსაჯები 5-6 წუთს რომ ამატებენ, ტრიბუნიდან პროტესტი და ეჭვიანი შეძახილები ისმის. დაახლოებით იგივე ხდება ყველგან, ევროპაში.
ასეთი გახლავთ ყატარი 2022, მსოფლიოს ჩემპიონატი ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ვერსიით, რომელსაც მთელი რიგი თავისებურებები ახასიათებს, მაგალითად კაპიტნის OneLove სამკლავურის აკრძალვა.
ინფანტინომ ჯერ კიდევ აპრილში შეგვამზადა იმისთვის, რომ ისტორიაში პირველ შემოდგომის მუნდიალზე სათამაშო დროსთან დაკავშირებული სიახლეები გვექნებოდა. BeIN Sports-თან ინტერვიუში მან თქვა: „აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ სუფთა დროზე. ყოველ მატჩში უამრავი წუთი იკარგება. რაღაც უნდა ვიღონოთ, რადგან მაყურებელი ფულს 90 წუთის სანახავად იხდის, შეხვედრები კი 50 წუთს გრძელდება. დრო, რომელსაც ტაიმების ბოლოს მეოთხე მსაჯები ამატებენ მჭიდრო კავშირში უნდა იყოს შეხვედრის მსვლელობისას რეალურად დაკარგულ დროსთან”.
ამით პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ სპორტის სხვა სახეობების (კალათბურთი, ამერიკული ბურთაობა) მსგავსად ფეხბურთში სუფთა დროის აღრიცხვას არ აპირებს, მაგრამ გასაგებად მიგვანიშნა იმაზე, რაც დღეს ყატარში ხდება. შემთხვევითი არ არის, რაც მოგვიანებით ბრძანა ფიფას მსაჯთა კომისიის პრეზიდენტმა პიერლუიჯი კოლინამ: „ჩვენ არ გვინდა მივიღოთ მატჩები, სადაც თამაში მხოლოდ 42 წუთს მიმდინარეობს”.
დღეს ობიექტური სურათი ასეთია: ინგლისისა და ირანის შეხვედრას სულ 27 წუთი დაამატეს. აქედან 14 წუთი, რომელიც პირველ ტაიმს მიება გასაგებია, რადგან ირანის ნაკრების მეკარე ბეირანვანდი დაშავდა მის მკურნალობასა და თამაშის განახლებას სუფთა 12 წუთი დასჭირდა, მაგრამ გაუგებარია რატომ დაემატა მეორე ტაიმს 13 წუთი. კი ბატონო, ორთაბრძოლაში ჰარი მაგუაირს თავი ეტკინა, მაგრამ შეხვედრის შედეგი უკვე გადაწყვეტილი იყო. გამოტოვებული 10 წუთი კი 13 იმიტომ გახდა, რომ ირანს ბოლოს პენალტი დაარტყმევინეს. ეს გადაჭარბებულად გვეჩვენება.
ეჭვს იწვევს აშშ-სა და უელსის შეხვედრას დამატებული ჯამური 13 წუთის სამართლიანობაც. ცვლილებები და გარეთ ბეილის მიერ პენალტის დარტყმამდე დაკარგული დრო გასაგებია, მაგრამ ამის გამო მარტო მეორე ტაიმში 9 წუთის დამატება, რომელიც პროცესში 11 გახდა ზედმეტი ხომ არ იყო?
ანდრეა რამაძოტი, ლა გაძეტა დელო სპორტი
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
