ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი სენსაცია მოხდა – საუდის არაბეთის ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული არგენტინის ეროვნული გუნდი დაამარცხა 2:1…
საინტერესოა, რომ ბოლო სამი ნაკრები, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე არგენტინისთვის მოეგოთ, ან ჩემპიონები ხდებოდნენ, ან ტურნირის ფინალში გადიოდნენ.
ასეთები იყვნენ: გერმანია (2014 წელს) და საფრანგეთი (2018). ხორვატია კი წინა მონდიალის ფინალში გავიდა.
რამდენად გავრცელდება ეს ფაქტი საუდელებზე ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ არაბებს ახლა სამი ქულა აქვთ და ჯგუფის ლიდერები არიან, არგენტინამ კი ერთობ გაირთულა სატურნირო მდგომარეობა და ახლა მექსიკასთან და პოლონეთთან მატჩებში, სავარაუდოდ მხოლოდ მოგებები თუ იხსნის სირცხვილისგან.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
