წელი: 2022

Home 2022
გრილიშმა ფრთები 11 წლის ბიჭუნასთვის გაშალა
ჩანაწერი

გრილიშმა ფრთები 11 წლის ბიჭუნასთვის გაშალა

ინგლისელმა თავდამსხმელმა ჯეკ გრილიშმა პირობა აასრულა — მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი თავისი პირველი გოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭუნას მიუძღვნა. ყატარი 22-ის მეორე დღეს ინგლისელებმა ირანს 6:2 მოუგეს. „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონთა ბოლო გოლი გაიტანა. ეს გახლდათ ინგლისის ნაკრების საუკეთესო სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატებზე. რაც შეეხება 11 წლის ბავშვს, მას...

გლოვის თამაში
ჩანაწერი

გლოვის თამაში

ყატარი 22-ის მეორე დღის ბოლო შეხვედრაში აშშ უელსთან ლიბერიის პრეზიდენტისა და „ფრანს ფუტბოლის” 1995 წლის „ოქროს ბურთის” ლაურეატის ჯორჯ ვეას ვაჟის, 22 წლის ტიმოთი ვეას გოლით დაწინაურდა, მაგრამ 82-ე წუთზე გარეთ ბეილმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაქვითა და… უელსელთა მცველი ნეკო უილიამსი ატირდა. უილიამსის მოჭარბებული ემოციურობის მიზეზი თამაშის წინა დღეს პაპის გარდაცვალება ყოფილა. როდესაც საფინალო...

ვან დეიკი ფერად სამკლავურს მაინც გაიკეთებს
ჩანაწერი

ვან დეიკი ფერად სამკლავურს მაინც გაიკეთებს

„ლივერპულისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მცველი, ვირჯილ ვან დაიკი, ამბობს, რომ ფიფას აკრძალვის მიუხედავად, მაინც გაიკეთებს ლგბტ თემის მხარდასაჭერ სამკლავურს (OneLove). „ხვალ მინდირზე OneLove სამკლავურით გავალ. არაფერი შეცვლილა ჩვენი ამ თემისადმი დამოკიდებულების მხრივ. თუ ყვითელ ბარათს მივიღებ, მაშინ გუნდში საკითხის განხილვა მოგვიწევს, რადგან არ მიყვარს ტურნირის გაფრთხილებით დაწყება“. შეგახსენებთ, რომ ფიფამ, ამას წინათ ინგლისელთა კაპიტანს, ჰარი...

რა გაეწყობა…
ჩანაწერი

რა გაეწყობა…

სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალიუ სისემ, გუნდის ლიდერის, სადიო მანეს ტრავმის შესახებ ისაუბრა. „უპირველესად სადიოს თანავუგრძნობ. მაგრამ ეროვნული გუნდის მდგომარეობაც მაშფოთებს. ცხადია, მანეს ჯანმრთელობა მთავარია, მაგრამ არ დავმალავ მის მნიშვნელობას ჩვენი გუნდისთვის. მწვრთნელი ხშირად გუნდს მის ლიდერებზე აწყობს. რა გაეწყობა, გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც თავს არ დაზოგავენ და შეუძლიათ გააძლიერონ თამაში. ადრე მათ...

ვერდიქტი!
ჩანაწერი

ვერდიქტი!

2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც 2022 წლის 12 ნოემბერს, ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ მომხდარი ამბავი განიხილეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშრებით გადაწყვეტილება მიიღო: ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს...

ნოლემ წელი შეაჯამა
ჩანაწერი

ნოლემ წელი შეაჯამა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. 35 წლის სერბმა ATP-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი მეექვსედ მოიგო და ამ მაჩვენებლით, შვეიცარიელი ლეგენდის, როჯერ ფედერერის შედეგი გაიმეორა. ჯოკოვიჩს წლის შემაჯამებელი ტურნირი ბოლოს 7 წლის წინ ჰქონდა მოგებული. ტურინში ნოლემ მთელი ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარა: ჯგუფურ ეტაპზე ბერძენ სტეფანოს ციციპასს (6:4, 7:6), რუსებს – ადრეი რუბლიოვსა...

კარდიფის ქართული ექო
ჩანაწერი

კარდიფის ქართული ექო

საქართველოს ბორჯღალოსნებმა კარდიფში უელსის ეროვნული ნაკრები 13:12 დაამარცხეს და როგორც დასავლურ პრესაში დაიწერა, ევროპა შეაზანზარეს. „ეს იყო შოკი!“, „უელსი ქართველებმა დაამცირეს“, „საქართველომ უელსურ რაგბში კრიზისი დათესა“ – სწორედ ასეთი  შინაარსის სათაურებით იყო აჭრელებული წამყვანი სარაგბო გამოცემები. უელსის რაგბის კავშირი: „საქართველომ განაგრძო უელსის დაშლა შერკინების მეშვეობით და დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე მატკავამ საოცარი წნეხის ქვეშ ფენომენალური...

მუნდიალის წინ დაშავებულები
ჩანაწერი

მუნდიალის წინ დაშავებულები

მთელმა მსოფლიომ იცის: 2022 წლის „ოქროს ბურთის” ლაურეატმა ქარიმ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და… მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. „ძალიან მეცოდება ქარიმი, მისთვის ეს ჩემპიონატი მთავარი იყო”, — თქვა „ლურჯების” მწვრთნელმა დიდიე დეშამპმა. „ცხოვრებაში არ დავნებებულვარ, მაგრამ დღეს გუნდზე უნდა ვიფიქრო. ვალდებული ვარ ადგილი დავუთმო სხვა ფეხბურთელს, რომელიც საფრანგეთის ნაკრებს გამარჯვებაში დაეხმარება”, —...

საბატინი: არ ველოდი კვარაცხელია ასეთი ძლიერი თუ იქნებოდა
ჩანაწერი

საბატინი: არ ველოდი კვარაცხელია ასეთი ძლიერი თუ იქნებოდა

ვალტერ საბატინი იტალიელი სპორტული დირექტორია. 1970-ინ წლებში ფეხბურთელი იყო. მისი კარიერის პიკი „რომაში” თამაში გახლდათ, სადაც იმ ეპოქის ვარსკვლავმა ბრუნო კონტიმ არცთუ იოლი კონკურენციის შემდეგ წაართვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი. დღეს, საბატინის როგორც მენეჯერს იტალიურ ფეხბურთში სიტყვა ეთქმის და ამიტომაც ჩამოართვა ინტერვიუ „სქაი კალჩო შოუმ”, სადაც მან სხვა საკითხებთან ერთად „ნაპოლის” ქართველ თავდამსხმელზე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა....

FourFourTwo: ხვიჩა მსოფლიოში ოცდამეჩვიდმეტეა
ჩანაწერი

FourFourTwo: ხვიჩა მსოფლიოში ოცდამეჩვიდმეტეა

ცნობილმა ინგლისურმა ჟურნალმა FourFourTwo-მ გამოაქვეყნა მისი ვერსიით 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია 37-ე ადგილზეა და არც მეტი-არც ნაკლები კრიშტიანუ რონალდუზე შვიდი პოზიციით წინ არის. დახუჭეთ თვალები და სერიოზულად დაფიქრდით 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელზე. ხედავთ ვინმე გამორჩეულს?, — კითხულობს ჟურნალი და განაგრძობს, — ჩვენი რეიტინგის შედგენისას რამდენიმე მომენტი გავითვალისწინეთ. ყველაფერზე წინ რასაკვირველია...