მუნდიალის წინ დაშავებულები

Home აქეთურ-იქითური მუნდიალის წინ დაშავებულები
მუნდიალის წინ დაშავებულები

Golo Kante of France controls the ball during the UEFA Nations League League A Group 1 match between France and Denmark at Stade de France on June 3,...მთელმა მსოფლიომ იცის: 2022 წლის „ოქროს ბურთის” ლაურეატმა ქარიმ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და… მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

Diogo Jota of Liverpool goes down and gets carried off at the end Premier League match between Liverpool FC and Manchester City at Anfield on October...„ძალიან მეცოდება ქარიმი, მისთვის ეს ჩემპიონატი მთავარი იყო”, — თქვა „ლურჯების” მწვრთნელმა დიდიე დეშამპმა.

Charlton Athletic's Jojo Wollacott during the Sky Bet League One match at The Valley, London. Picture date: Monday October 17, 2022.„ცხოვრებაში არ დავნებებულვარ, მაგრამ დღეს გუნდზე უნდა ვიფიქრო. ვალდებული ვარ ადგილი დავუთმო სხვა ფეხბურთელს, რომელიც საფრანგეთის ნაკრებს გამარჯვებაში დაეხმარება”, — ხელები გაშალა თავად 34 წლის თავდამსხმელმა.

ოცდამეორე მუნდიალი უკვე გამოირჩა იმით, რომ მის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ბევრი ვარსკვლავი დაშავდა. ჩამოვთვალოთ ათი მათგანი:

პოლ პოგბა (საფრანგეთი): 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და ფრანგთა ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ სექტემბერში მუხლის ოპერაცია გაიკეთა.

ნგოლო კანტე (საფრანგეთი): საფრანგეთის ნაკრებს ნახევარდაცვაში კანტეს ნიჭის ზომის სიცარიელე ექნება. საყრდენმა ნახევარმცველმა ორთავა კუნთი დაიზიანა და იანვრამდე მოედანზე ვერ დაბრუნდება.

ჯოვანი ლო სელსო (არგენტინა): არგენტინა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და არა მარტო იმიტომ, რომ ლეო მესი ჰყავს. 2014 წლის მუნდიალის ფინალისტი ზოგადად ძლიერი შემადგენლობით გამოირჩევა, თუმცა ნახევარდაცვაში 26 წლის ლო სელსო დააკლდა. „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” „ვილიარეალში” იჯარით გადასულ მოთამაშეს კუნთი გაუწყდა.

ჯო უოლაკოტი (განა): განელები ჩემპიონატს 24 ნოემბერს პორტუგალიასთან შეხვედრით იწყებენ, მაგრამ დანაკლისი აქვთ — მეკარე ჯო უოლაკოტმა თითი იტკინა. „ჩარლტონ ატლეტიკის” 26 წლის გოლკიპერი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაშავდა.

იუტა ნაკაიამა (იაპონია): იაპონელებს ზოგადად ბევრი მოთამაშე დააკლდათ, მეტწილად შემტევები, მაგრამ ბოლოს დაცვაშიც გაუჩნდათ ბზარი — 25 წლის ნაკაიმას აქილევსის მყესი დაუშავდა.

არტურ მელო (ბრაზილია): ნახევარმცველმა ბარძაყი ოქტომბერში „ლივერპულში” ვარჯიშის დროს იტკინა. 26 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე გულისტკივილით სავსე ტექსტი დაწერა. ის დანანებით აღნიშნავდა, რომ დიდი შრომა წყალში ჩაეყარა.

ამინ ჰარითი (მაროკო): „მარსელის” 25 წლის თავდამსხმელმა მუხლი საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში იტკინა.

დიოგო ჟოტა (პორტუგალია): „ლივერპულის” მოთამაშე პორტუგალიელთა შეტევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მაგრამ ოქტომბერში პრემიერლიგაში დაშავდა, მყესი იტკინა და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოაკლდება. ექსპერტები ამბობენ, რომ მისმა არყოფნამ პორტუგალიელებზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს.

მარკო როისი (გერმანია): როისს მსოფლიოს ჩემპიონატებში არ უმართლებს. ის 2014 წლის მუნდიალის წინაც დაშავდა და… მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა. 2022 წელს მას მუხლმა უმტყუნა.

სადიო მანე (სენეგალი): „ყატარი 2022″-ის დაწყებამდე ორი დღით ადრე ექიმებმა საბოლოოდ თქვეს, რომ „ბაიერნის” თავდამსხმელი შეჯიბრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მან ბუნდესლიგის შეხვედრაში იტკინა ფეხი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.