წელი: 2022

Home 2022
ყველა ყატარში…
ჩანაწერი

ყველა ყატარში…

გთავაზობთ მსოფლიოს 2022 წლის ჩემინატში მონაწილე ყველა, 32-ვე გუნდის სრულ შემადგენლობასა და მატჩების კალენდარს… A ჯგუფი ეკვადორი მეკარეები 1. ერნან გალინდესი 35 12/0 აუკასი 12. მოისეს რამირესი 22 2/0 ინდეპენდიენტე 22. ალექსანდერ დომინგესი 35 68/0 ლდუ კიტო მცველები 2. ფელიქს ტორესი 25 17/2 სანტოს ლაგუნა (მექ) 3. პიერო ინკაპიე 20 21/1 ლევერკუზენი (გერ) 4. რობერტ...

ანჩელოტი ნიჭის შეზღუდვის წინააღმდეგ
ჩანაწერი

ანჩელოტი ნიჭის შეზღუდვის წინააღმდეგ

მან კარიერა „პარმაში” დაიწყო. მაშინ 18 წლის იყო. შემდეგ მილიარდ ლირად „რომამ” იყიდა. ბოლოს „მილანში” გამოდიოდა. მოედნის შუიდან თამაშის ჩინებული აღქმით გამოირჩეოდა. „ბიმბოს” (ბავშვს) ეძახდნენ, მაგრამ მტკიცე ხასიათი ჰქონდა. სწორედ ამ ხასიათმა გადაატანინა ურთულესი პერიოდი: ზედ 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა. ტრავმის გამო ვერ ითამაშა...

მამარდას და ვალენსიას უახლოესი გეგმები
ჩანაწერი

მამარდას და ვალენსიას უახლოესი გეგმები

„ვალენსიამ” მეორე სეზონისწინა შეკრება დაგეგმა. ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატში არ მონაწილეობენ ჯენარო გატუზომ ერთ კვირაზე მეტი ხნით დაასვენა. შაბათს, 26 ნოემბერს გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები კლუბში გამოცხადდებიან. „ღამურების” ხელმძღვანელობას ოთხი ამხანაგური შეხვედრა აქვს დანიშნული. ეს მატჩები პარასკეობით გაიმართება, შემდეგ იქნება უქმეები და ორშაბათობით გუნდი წვრთნას განაახლებს. თუმცა, ბოლო ამხანაგური ხუთშაბათს, 22 დეკემბერს არის დაგეგმილი,...

ძრწოდეთ, ბობოლებო! ბორჯღალოსნები მოდიან!
ჩანაწერი

ძრწოდეთ, ბობოლებო! ბორჯღალოსნები მოდიან!

ეს იყო საოცრებათა საღამო უელსის დედაქალაქ კარდიფში! პლანეტის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს სარაგბო არენა „პრინსიპალიტიზე“ მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, ტიერ 1-ის წარმომადგენელმა და ერთი კვირის წინ იგივე ალაგას არგენტინელთა მძლეველმა უელსის ნაკრებმა საქართველოს ბორჯღალოსნებს უმასპინძლა და მართალია, პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოიგო (12:3), შეხვედრის მეორე ნახევარში კი ისეთი ამბები დატრიალდა, ქართული რაგბის ისტორიაში დიდი ოქროს ასოებით რომ ჩაიწერება!...

ინგლისი მეკარეების გარეშე ვარჯიშობს
ჩანაწერი

ინგლისი მეკარეების გარეშე ვარჯიშობს

ინგლისის ნაკრები პენალტების დარტყმაში მეკარეების გარეშე ემზადება. მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს თურმე თავისი პენალტისტების დაკომპლექსება არ უნდა, რის საშიშროებაც არის რადგან ვარჯიშებზე მეკარეები ბევრ დარტყმას იგერიებენ. ინგლისელებმა ევრო 2000-ის ფინალი იტალიასთან სწორედ თერთმეტმეტრიანებში წააგეს. 24 წლის მეკარე არსენალელი აარონ რემსდეილი ამბობს: „ფეხბურთელებმა პენალტები მეკარეებს რომ გვირტყან, ამას შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს, რადგან მე უკვე მეცოდინება საით...

იუვე ნაპოლიზე წინაა
ჩანაწერი

იუვე ნაპოლიზე წინაა

ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რის გამოც სერია A-ს პირველობა შეწყდა. 15 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე დაუმარცხებელი „ნაპოლია”. ის 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „მილანს” და 10 ქულით არის „იუვენტუსზე” წინ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვინ ვის აჯობა გარკვეულია, მაგრამ ტურინულმა გაზეთმა „ტუტოსპორტმა” მაინც გამონახა საშუალება დაეწერა, რომ „ბებერი ქალბატონი” „აძურიზე” წინ არის. Nordpass software-ის მენეჯერმა დათვალა...

რატომ ვითამაშეთ მაროკოსთან თუკი…
ჩანაწერი

რატომ ვითამაშეთ მაროკოსთან თუკი…

ხვიჩათი აღტაცებული ერი ნაკრებმა ჩვენს ადგილზე დაგვაბრუნა. ცივი წყალი გადაგვასხა. ჩაგვიკაკუნა, ემანდ რამე ხომ არ აგერიათო. და ლოგიკურიც იყო. ემოციურ ქართველებს ეტყობა ერთი ფეხბურთელის წარმატება ქვეყნის ფეხბურთის წარმატებაში აგვერია. ჰოდა, მაროკომ 3:0 მოგვიგო. თან თამაშით გაგვსრისა. ხომ არის, ხანდახან ანგარიში მოედანზე მომხდარს რომ არ ასახავს. ამ შემთხვევაში ასახავდა. გიორგი მამარდაშვილი რომ არა, მეტიც იქნებოდა. მაგრამ,...

ბეტისის მხარდაჭერა ქართველ და უკრაინელ ბავშვებს
ჩანაწერი

ბეტისის მხარდაჭერა ქართველ და უკრაინელ ბავშვებს

ესპანური საფეხბურთო კლუბის „ბეტისის“ თბილისის საფეხბურთო აკადემია იწყებს „ბეტისის თასის“ გათათამაშებას, რომელიც უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად გაიმართება. „ბეტისის თასის“ მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდთა ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას. აღნიშნული აქტივობა წაახალისებს ქართველი და უკრაინელი, ასევე სხვა ეთნიკური წარმომავლობის სკოლის მოსწავლეთა დამეგობრებას. თასის მიმდინარეობისას „ბეტისის“ თბილისის აკადემიისა და ესპანელი კოლეგების მიერ ერთობლივად მოხდება მოზარდებზე დაკვირვება და გამორჩეულ და...

რატომაც არა, ცოლი ორივეს არგენტინელი ჰყავს
ჩანაწერი

რატომაც არა, ცოლი ორივეს არგენტინელი ჰყავს

კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუმ ჟურნალისტ პირს მორგანთან მთელი მსოფლიო მოიარა. ახლა ყველამ იცის, რომ პორტუგალიელს „მანჩესტერ იუნაიტედში” დასაბრუნებელი პირი აღარ აქვს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესოს ახალი კლუბი აქვს საძებნელი. ამბობენ, რომ მან ეს განზრახ გააკეთა — უნდოდა „ოლდ ტრეფორდის” მარწუხებისგან რამენაირად დაეხსნა თავი. დღეს საკითხი ასე დგას: სად გადავა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი? მორგანმა „პარი...

ოსიმენი წლის ამომავალ ვარსკვლავად აღიარეს
ჩანაწერი

ოსიმენი წლის ამომავალ ვარსკვლავად აღიარეს

გავისა და ფედე ვალვერდეზე წინ! — ხვიჩა კვარაცხელიას ნიგერიელმა თანაგუნდელმა ვიქტორ ოსიმენმა Globe Soccer Award-ის მიერ ორგანიზებულ წლის საუკეთესოთა დაჯილდოებაზე „ბარსელონასა” და „რეალის” ფეხბურთელებს აჯობა და „ამომავალი ვარსკვლავის” ჯილდო მიიღო. ოსიმენი 23 წლისაა. ოცდაოთხის 29 დეკემბერს გახდება. „ნაპოლიმდე” ის თამაშობდა „ვოლფსბურგში”, „შარლერუასა” და „ლილში”. Globe Soccer Award-ის დაჯილდოება ყოველწლიურია. ის დუბაიში იმართება. ეს გახლავთ ევროპის...