ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში თავიდან შერეული გრძნობებით შეხვდნენ. ერთი მხრივ ნეაპოლელი გულშემატკივარი სკეპტიკურად უყურებდა უცნაური გვარ-სახელის მქონე ქართველს, მეორე მხრივ კი ინტერნეტში მისი თამაშის კლიპები ტრიალებდა და ეს კლიპები გულში იმედს უსახავდა. შემდეგ დაიწყო სეზონი და ქართველმა ისეთები ჩაატარა, რომ „აძურის” ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად იქცა. საერთაშორისო სარბიელზე 21 წლის გარემარბის ეფექტური გამოჩენა ევროპის უძლიერეს კლუბებს უყურადღებოდ...
წელი: 2022
ჩამწარებული რეკორდები და დებიუტები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. წაგებაც არის და წაგებაც. პირველ ტაიმში არ ჩანდა გუნდი, არ ჩანდა მწვრთნელი… სამაგიეროდ, ლაღობდნენ აფრიკელები. პირველი გოლი მეხუთე წუთზევე გაგვიტანეს (ენ ნასირი), მეორე კი, ჰაკიმ ზიეჩმა საკუთარი ნახევრიდან ჩაგვიხუჭუჭა – გურამ კაშიას შეცდომა არ აპატია და წინ...
ჯანი ისევ თავში
ფიფას ახლანდელი პრეზიდენტი, იტალიელი ჯანი ინფანტინო, თანამდებობას მომავალშიც შეინარჩუნებს. ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 2023 წლის მარტში დანიშნულ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი სწორედ ინფანტინო იქნება. შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში G20-ის სამიტზე დამსწრე ინფანტინომ, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს მიმართა, ყატარის მუნდიალის მიმდინარეობის პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში ყოველგვარი შეიარაღებული კონფლიქტი შეწყდეს. მას მიაჩნია, რომ ფეხბურთი ადამიანების გამაერთიანებელი ფენომენია...
კვარა ათეულში…
ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს „ოქროს ბურთის“ პრეტენდეტთა ბრძოლაში მე-10 პოზიციაზე დაწინაურდა, – ასეთია გამოცემა goal.com-ის პოზიცია, რომელმაც 20 საუკეთესო კანდიდატი დაასახელა. გამოცემამ ყველა კანდიდატის მიერ 2022/23 სეზონში გატანილი გოლები და საგოლე გადაცემები დაითვალა. აღსანიშნავია, რომ ერთი თვსი წინ ამავე გამოცემამ ხვიჩა მე-15 პოზიციაზე დაასახელა, ახლა კი ქართველი შემტევი უკვე ათეულში მოხვდა: ლიონელ მესი, პარი სენ-ჟერმენი...
მამუს ხუთიანი
NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს ორივე ქართველის ხილვა გვსურდა, მაგრამ ჩვენებურების მწვრთნელებმა პარკეტზე მხოლოდ ერთი შეუშვეს. თუ აქამდე ასეთ დროს გოგა ბითაძეზე გვიხდებოდა წერა, ახლა პირიქით მოხდა და სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა. ჩვენებურის „მილუოკი ბაქსმა“ კი, საშინაო არენაზე „კლივლენდ კავალიერს“ 113:98 სძლია. მამუ მოედანზე 8 წუთით გამოჩნდა და ამ დროში 5 ქულა მოინაგრა. ჩვენებურმა ერთი ორქულიანი და...
დი ლორენცოს ორმაგი სიხარული
ტირანაში, ალბანეთისა და იტალიის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა იტალიამ მოიგო 3:1. ანგარიში მე-16 წუთზე „ემპოლიში” მოთამაშე ალბანელმა ადრიან ისმაილიმ გახსნა, მაგრამ მე-20 წუთზე „ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გაქვითა. 25-ე წუთზე „სკუადრა აძურა” „ფრაიბურგის” ნახევარმცველმა ვინჩენცო გრიფომ დააწინაურა და 64-ე წუთზე გრიფომვე შეაგდო მესამე გოლი. ყველამ მიაქცია ყურადღება იმას, თუ როგორ იზეიმა გოლი დი ლორენცომ. მან...
მას შეუძლია წიგნში შევიდეს
ლუჩანო სპალეტი ცრუმორწმუნე კაცია. მას სკუდეტოზე ლაპარაკი არ უყვარს, არადა 15 ტურის შემდეგ მისი შესანიშნავი „ნაპოლი” 8 ქულით უსწრებს ჩემპიონ „მილანს” და 10 ქულით „იუვენტუსს”. ამიტომაც ლოგიკურია, რომ სკუდეტოზე ხშირად ეკითხებიან. ამასწინათ, კოვერჩანოში შედგა ჟურნალისტების ანდრეა სანტონისა და ჯანი მარკეზინის წიგნის „იტალიელი მწვრთნელების” პრეზენტაცია, რომელშიც ბევრი საინტერესო ამბავი წერია, თუმცა მათგან ერთზე გვინდა გავამახვილოთ თქვენი...
ანჩელოტის კაცი
მექსიკის ნაკრებისა და „ნაპოლის” მარჯვენა გარემარბმა ირვინგ ლოსანომ The Players Tribune-თან საუბარში წარსული გაიხსენა. მოგეხსენებათ, ჩაკი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა, მათ მიმართ კი ინტერესი გაცხოველებულია. „2018 წლის მუნდიალის შემდეგ, რამდენიმე იტალიურმა კლუბმა მიმიპატიჟა. სხვებთან ერთად ჩემი თამაში კარლო ანჩელოტისაც უნახავს. მან „ნაპოლიში” მიმიწვია. ის დიდი მწვრთნელი და დიდი პიროვნებაა. უარს ვერ ვეტყოდი. ნეაპოლში რომ ჩავედი, პირველ...
ერთი ვარჯიში, ბოლო – თამაში
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ქალაქ შარჯაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა. 21 ფეხბურთელმა ივარჯიშა. არ უვარჯიშია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონატში მიღებული ტრავმის გამო მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს. შარჯაში ვარჯიშის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. – ამხანაგურ მატჩისას, მით უმეტეს როდესაც გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელები არიან, ახალი ფეხბურთელების გამოცდის...
ლევანდოვსკის მინუს 3
„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, პრიმერაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის შეჯიბრების გამართვის კომიტეტმა, პოლონელის მიერ მსაჯისათვის ნაჩვენები უხამსი ჟესტის გამო. საქმე ის არის, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, „ოსასუნას“ წინააღმდეგ (2:1), 38-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გასვლისას მსაჯს უხამსი ჟესტი უჩვენა. პოლონელი თავის გუნდს ვერ...









