ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში თავიდან შერეული გრძნობებით შეხვდნენ. ერთი მხრივ ნეაპოლელი გულშემატკივარი სკეპტიკურად უყურებდა უცნაური გვარ-სახელის მქონე ქართველს, მეორე მხრივ კი ინტერნეტში მისი თამაშის კლიპები ტრიალებდა და ეს კლიპები გულში იმედს უსახავდა. შემდეგ დაიწყო სეზონი და ქართველმა ისეთები ჩაატარა, რომ „აძურის” ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად იქცა.
საერთაშორისო სარბიელზე 21 წლის გარემარბის ეფექტური გამოჩენა ევროპის უძლიერეს კლუბებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. ბევრი მათგანი უკვე კბილებს ილესავს, მის გადაბირებას აპირებს. ეს ცხადია „ნაპოლის” პატრონებს ყველაზე კარგად მოეხსენებათ და როგორც იტალიური მედია წერს, მათ გადაწყვიტეს თავის დასაზღვევად ფინანსური ბერკეტები აამოქმედონ.
„ილ რომას” ჟურნალისტის ჯოვანი სკოტოს ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს, მაგრამ „ნაპოლის” ოფისში უნდათ რომ თავი ქუდში ჰქონდეთ და ამიტომ აპირებენ ქართველს ბონუსები გადაუხადონ. გასაგები რომ იყოს, იტალიაში ასე წერენ: ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის მხარეებმა ზაფხულამდე უნდა დაიცადონ, მაგრამ მანამდე კლუბი კვარას ეგრეთწოდებულ რეტროაქტიურ პრემიას მისცემს, რაც მარტივად რომ ვთქვათ კარგი თამაშისთვის ფულის პოსტ ფაქტუმ მიცემაა.
ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლამდეა, ხელფასი კი წელიწადში 1,1 მილიონ ევროს უდრის. ეს ტოპ-ფეხბურთელისთვის მცირე გასამრჯელოა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
