გავისა და ფედე ვალვერდეზე წინ! — ხვიჩა კვარაცხელიას ნიგერიელმა თანაგუნდელმა ვიქტორ ოსიმენმა Globe Soccer Award-ის მიერ ორგანიზებულ წლის საუკეთესოთა დაჯილდოებაზე „ბარსელონასა” და „რეალის” ფეხბურთელებს აჯობა და „ამომავალი ვარსკვლავის” ჯილდო მიიღო. ოსიმენი 23 წლისაა. ოცდაოთხის 29 დეკემბერს გახდება. „ნაპოლიმდე” ის თამაშობდა „ვოლფსბურგში”, „შარლერუასა” და „ლილში”.
Globe Soccer Award-ის დაჯილდოება ყოველწლიურია. ის დუბაიში იმართება. ეს გახლავთ ევროპის კლუბთა ასოციაციის ღონისძიება, რომელსაც ხსენებული ორგანიზაცია ევროპის ფეხბურთელთა აგენტების ასოციაციასა და „გლობ სოკერთან” ერთად ატარებს.
ქვემოთ ჩამოვთვლით გალა საღამოზე დასახელებულ გამარჯვებულებს:
მოჰამედ სალაჰი (ტიკ-ტოკის ფანების რჩეული); ქარიმ ბენზემა (საუკეთესო კაცი ფეხბურთელი); ალესია პუტელასი (საუკეთესო ქალი ფეხბურთელი); სერხიო რამოსი (ყველა დროის საუკეთესო მცველი); რეალი (წლის კლუბი); ლიონი (წლის ქალთა კლუბი); კარლო ანჩელოტი (წლის საუკეთესო მწვრთნელი); ჟორჟე მენდეში (წლის საუკეთესო აგენტი); ფლორენტინო პერესი (წლის საუკეთესო პრეზიდენტი); პაოლო მალდინი და ფრედერიკ მასარა (წლის საუკეთესო სპორტული დირექტორები); დიდიე დროგბას ფონდი (CNN-ის ჯილდო მოედანს მიღმა საქმიანობისთვის); ბენფიკა (წლის ახალგაზრდული კლუბი); ადრიანო გალიანი (აღმასრულებელი დირექტორის გამორჩეული კარიერისთვის); რომარიო (ფეხბურთელის კარიერისთვის); ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ფეხბურთელის კარიერისთვის); უეინ რუნი (ფეხბურთელის კარიერისთვის); უნაი ემერი (მწვრთნელის კარიერისთვის); რენე რამოსი (აგენტის კარიერისთვის); ჯუნი კალაფატი (წლის სკაუტი)
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
