ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რის გამოც სერია A-ს პირველობა შეწყდა. 15 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე დაუმარცხებელი „ნაპოლია”. ის 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „მილანს” და 10 ქულით არის „იუვენტუსზე” წინ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვინ ვის აჯობა გარკვეულია, მაგრამ ტურინულმა გაზეთმა „ტუტოსპორტმა” მაინც გამონახა საშუალება დაეწერა, რომ „ბებერი ქალბატონი” „აძურიზე” წინ არის. Nordpass software-ის მენეჯერმა დათვალა და აღმოაჩინა, რომ მისი მომხმარებლების მიერ 2022 წელს 200 ყველაზე ხშირად გამოყენებულ პაროლს შორის იუვენტუსი მეხუთე ადგილზეა, ხოლო ნაპოლი მეექვსეზე. თანაც პატივცემული გაზეთი ნიშნისმოგებით დასძენს, რომ იუვენტუსი მხოლოდ ფეხბურთის კლუბს ნიშნავს, ნაპოლი კი ქალაქის სახლიც არის.
სამაგიეროდ მხოლოდ ფეხბურთის კლუბს ნიშნავს napoli1926, რაც პაროლებს შორის 25-ე ადგილზეა. 48-ე ადგილზეა forzanapoli, forzajuve კი მხოლოდ 119-ე.
„იუვენტუსსა” და „ნაპოლისთან” არის დაკავშირებული აგრეთვე შემდეგი პაროლები: maradona (96) და delpiero (150).
რაც შეეხება სერია A-თან დაკავშირებულ სხვა პაროლებს: forzaroma 59-ე ადგილზეა, ხოლო asroma 119-ზე.
forzamilan 62-ე ადგილზეა, უბრალოდ milan — 155-ზე.
forzainter-ს 68-ე პოზიცია უჭირავს, ხოლო inter-ს 127-ე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
