კევინ დე ბრუინს აშკარად შერცხვა, როდესაც ბელგიისა და კანადის შეხვედრის შემდეგ მას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. ბელგიამ კანადელებს მიჩი ბატშუაის გოლით 1:0 მოუგო, მაგრამ ევროპულ გუნდს ეს გამარჯვება დიდად არ დაუმსახურებია. სათამაშო უპირატესობას მეტწილად ჩრდილო ამერიკელები ფლობდნენ.
შეხვედრის განმავლობაში დე ბრუინი ბურთს 48-ჯერ შეეხო, აქედან ოთხჯერ საჯარიმოში ჩაკიდა და ოთხჯერ თანაგუნდელებს ბოლო პასი გადააწოდა. დანარჩენი არაფრისმთქმელი მოქმედებები გახლდათ.
მატჩის შემდეგომ ინტერვიუში „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა თქვა: „მე დღეს კარგად ვერ მითამაშე. ნამდვილად არ ვიცი რატომ დამასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. შესაძლოა სახელის გამო. ვერც გუნდურ თამაშში ვივარგეთ, საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებდით. სითამამე არ გვყოფნიდა”.
მეორე ტურში, კვირას, ბელგია მაროკოს ხვდება, ოთხი დღის შემდეგ კი ხორვატიას. გუნდის ესპანელმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა რაღაც უნდა იღონოს, რათა დე ბრუინმა და მისმა თანაგუნდელებმა ყატარი 2022-ზე გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
