წელი: 2022

Home 2022
ბრიუსელში არეულობა იყო
ჩანაწერი

ბრიუსელში არეულობა იყო

მსოფლიოს ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ბელგიის ნაკრებმა მაროკოსთან 0:2 წააგო, რასაც ბრიუსელში ქუჩის არეულობები მოჰყვა. არ იფიქროთ, რომ წაგებით გაწბილებულმა ბელგიელმა გულშემატკივრებმა მოაწყვეს უწესრიგობები. ასე ამ ქვეყანაში მცხოვრებმა მაროკოელებმა იზეიმეს გამარჯვება: მათ ქალაქის ცენტრსა და რკინიგზის სადგურ მიდისთან მანქანები და სკუტერები დაწვეს. ერთ ჟურნალისტს სახეში მაშხალა მოხვდა. ახლა ბელგიელები 3 ქულით ბოლოსწინა ადგილზე...

ერთი ტური და ერთი ქულა
ჩანაწერი

ერთი ტური და ერთი ქულა

ეროვნული ლიგის ბოლოსწინა, 35-ე ტურმა, კიდევ უფრო დაძაბა სატურნირო მდგომარეობა. „ბათუმმა“ „გაგრას“ სტუმრად 4:1 მოუგო (ბათუმელმა ჯამბულ ჯიღაურმა დუბლი შეასრულა) , „დინამო“ კი „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ ბოლოს ქულა გადაარჩინა, ულად-ომარ იმრანის გამათანაბრებელი გოლი შეიძლება საჩემპიონოც გამოდგეს. ახლა თბილისელები ბათუმელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ და ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა. ისე, როგორც შარშან. ერთი წლის წინათ ზღვისპირელებმა...

ჯამალ ყველაზე ახალგაზრდა…
ჩანაწერი

ჯამალ ყველაზე ახალგაზრდა…

გერმანიის ნკრების ნახევარმცველი, ჯამალ მუსაილა, ბოლო 60 წლის განმავლობაში ბუნდესნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატებზე უთამაშია. 23 ნოემბერს, მუსაილა, ყატარის მუნდიალის პირველი ტურის მატჩში იაპონელების წინააღმდეგ, გერმანელების სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. მუსაილა 19 წლის და 270 დღისაა. მანამდე რეკორდი კარლ-ჰაინც შნელინგერს ეკუთვნოდა, რომელსაც ის  1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესწვდა. საინტერსოა, რომ მუსაილას, შეიძლებოდა ინგლისის...

არგენტინა მერვედფინალში გავა, თუ…
ჩანაწერი

არგენტინა მერვედფინალში გავა, თუ…

არგენტინამ ლეო მესისა და ენცო ფერნანდესის გოლებით მექსიკას 2:0 მოუგო და C ჯგუფში პოლონეთის შემდეგ საუდის არაბეთთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. პოლონელებს 4 ქულა აქვთ, არგენტინელებსა და საუდელებს სამ-სამი. ბოლო ადგილზე ერთქულიანი მექსიკაა. ახლა ვნახოთ რა შემთხვევაში გავა მესის გუნდი ფლეი-ოფის ეტაპზე. არგენტინა ჯგუფში პირველ ადგილზე გავა თუ ის ბოლო ტურში ნებისმიერი ანგარიშით მოუგებს პოლონეთს,...

სერბებმა გასახდელში პოლიტიკა შეიტანეს
ჩანაწერი

სერბებმა გასახდელში პოლიტიკა შეიტანეს

ფიფამ გამოძიება წამოიწყო. მიზეზი: სერბეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ბრაზილიასთან შეხვედრის დღეს თავიანთ გასახდელში კოსოვოს შეურაცხმყოფელი „დროშა” გამოფინეს. ფოტომ სოციალური ქსელები მოიარა. კერძოდ, სერბებმა ორ კარადაზე გადაჭიმეს ის რასაც უფრო პლაკატი შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მასზე გამოსახული იყო სერბეთის დროშის ფერებით შევსებული კოსოვოს დროშის კონტურები. სერბეთსა და კოსოვოს შორის ბოლო დროს ხელახლა დაიძაბა ურთიერთობა. ასეთ ვითარებაში ყატარის გასახდელიდან...

მაკკენი უზრდელია!
ჩანაწერი

მაკკენი უზრდელია!

ყატარში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც მდიდარია როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა მომხდარი უცნაური ამბებით. „კორიერე დელო სპორტმა” მაგალითად, ყურადღება მიაქცია ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ფეხბურთელის, 24 წლის ვესტონ მაკკენის საქციელს, რომლითაც მან ინგლისთან შეხვედრაში „გამოიჩინა” თავი. იტალიური გაზეთის ასეთი ყურადღება მაკკენისადმი გასაგებია, ნახევარმცველი ხომ „იუვენტუსში” თამაშობს. ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ჩანს თუ რა გააკეთა მაკკენიმ...

პრემიერლიგა ამ სიგიჟეს არ იზამს!
ჩანაწერი

პრემიერლიგა ამ სიგიჟეს არ იზამს!

თუ ყატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი რამით იპყრობს ყურადღებას, ეს უპირველეს ყოვლისა მსაჯის დამატებული წუთების რაოდენობაა. პირველივე მატჩებიდან გულშემატკივარმა დაინახა, რომ სათამაშო დროს ემატებოდა უზომოდ ბევრი, მაგალითად 14 წუთი. და ყველას მყისვე გაუჩნდა კითხვა, ხომ არ გადავა დროის დამატების ეს ხერხი ეროვნულ ლიგებშიც? როგორც „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, სერია A ამას არ გამორიცხავს, პრემიერლიგას კი...

იმედით ცოცხლობს ინგლისელი ადამიანი
ჩანაწერი

იმედით ცოცხლობს ინგლისელი ადამიანი

ამერიკელებთან ინგლისელთა მოსაწყენი 0:0-ის ყურება იოლი საქმე არ იყო, მაგრამ ადამიანი იმედს ებღაუჭება. ასე არიან ინგლისელებიც. მათი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანთან ლაღად მოგებული 6:2-ის შემდეგ აშშ-ს ნაკრებს შეხვდა და… ჯგუფიდან გასვლა ვერ გაინაღდა. გრეგ ბერჰალტერის გუნდი კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა და უკეთესი მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იყო თამაში, სადაც ინგლისელ ფეხბურთელთა ცოლები და მეგობარი...

ნეიმარს ცრემლი წასკდა
ჩანაწერი

ნეიმარს ცრემლი წასკდა

ნეიმარმა ბრაზილიისა და სერბეთის შეხვედრაში ფეხი იტკინა და ცრემლი ვერ შეიკავა. ბრაზილიელებმა სერბებს 2:0 მოუგეს. „პარი სენ ჟერმენის” 30 წლის თავდამსხმელის წინააღმდეგ „ფიორენტინას” 25 წლის მცველმა ნიკოლა მელინკოვიჩმა იუხეშა. ნეიმარს 79-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. ექიმებმა ნატკენ ადგილზე დაუყოვნებლივ დაადეს ყინული. ბრაზილიის ნაკრების ექიმმა თქვა, რომ ტრავმის სიმძიმის შესაფასებლად 24-დან 48 საათამდე დასჭირდება. უფრო ოპტიმისტური...

ოტო ადომ მსაჯის საჩუქარი ახსენა
ჩანაწერი

ოტო ადომ მსაჯის საჩუქარი ახსენა

განას ნაკრების აღშფოთებულმა მწვრთნელმა ოტო ადომ პორტუგალიასთან 2:3 წაგების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ მსაჯებმა კრიშტიანუ რონალდუს საჩუქარი მიუძღვნეს. ლაპარაკია პენალტზე, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა 65-ე წუთზე გაიტანა. ამ გოლის წყალობით კრიშტიანუ გახდა ერთადერთი მოთამაშე, ვისაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე დაულაშქრავს მოწინააღმდეგის კარი. გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი 47 წლის განელი მწვრთნელი ამერიკელი მსაჯით ისმაილ ელფათით უკმაყოფილო გახლდათ. მისი...